მომგებიანია თუ არა სილამაზის სალონის ბიზნესი საქართველოში

მომგებიანია თუ არა სილამაზის სალონის ბიზნესი საქართველოში

ბოლო წლებია, თბილისში სილამაზის სალონები სოკოებივით მომრავლდა. არის ქუჩები, სადაც სილამაზის სალონები თითქმის მთელ მწკრივზე, ჩაყოლებით არის განთავსებული.

თბილისში იპოვით ყველა ტიპის სილამაზის სალონს, როგორც ელიტურს, ისე საშუალო დონის სალონებს, რომლებიც ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია. bpn.ge დაინტერესდა, მომგებიანია თუ არა სილამაზის სალონები და რა საწყისი კაპიტალია საჭირო სილამაზის სალონის გასახსნელად. როგორც bpn.ge- ს სილამაზის სალონების ქსელი ”ნატალის” მენეჯერმა განუცხადა, დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ სილამაზის სალონები მომგებიანია:

"დღევანდელ დღეს ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი, იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა განსხვავებულია. პარიკმახერს, რომელსაც გაზრდი, კლიენტს მოუძებნი, მერე წავა და სალონს გახსნის და მას შეუძლია, რომ ბუღალტერის, ჩეკის აპარატის, და ყოველგვარი გადასახადების გარეშე იმუშავოს. ჩვენ კი ვიხდით გადასახადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სილამაზის სალონი ქსელურია და თავიდანვე ვცდილობდით ყველაფერი ისე შეგვესრულებინა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი. ვისაც აქვს პატარა სალონი, მათ არ აქვთ ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე.

ეს ხომ არასწორია?! მასაც ხომ აქვს სალონი, რომელიც მუშაობს? ძალიან რთულია მომგებიან ბიზნესზე ისაუბრო, როცა ლარი დღითიდღე უფასურდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას აქვს სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში. სესხი აქვს ჩვენს კომპანიასაც, რომელსაც დოლარში ვიხდით, ასევე დოლარში ვიხდით ქირის გადასახადს. იმ ფონზე, როცა მომსახურებას ვერ ვაძვირებთ კლიენტის დაკარგვის შიშით, როგორც სხვა ყველა კომპანიამ და ბიზნესმა, ჩვენც მნიშვნელოვანი ზარალი ვნახეთ”, - განუცხადა bpn-ს "ნატალის" მენეჯერმა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია