გიორგობის დღესასწაულზე მცხეთაში 71 წლის სალოსი მეუფე ილარიონი სასულიერო პირებმა სცემეს?

გიორგობის დღესასწაულზე მცხეთაში 71 წლის სალოსი მეუფე ილარიონი სასულიერო პირებმა სცემეს?

დედა ნათიას (სირაძე) განცხადებით, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე მცხეთაში 71 წლის სალოსი მეუფე ილარიონი სასულიერო პირებმა სცემეს. ამის შესახებ, "ambebi.ge"-ს თავად დედა ნათიამ განუცხადა.

- 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულს სამთავროს დედათა მონასტერში წავედით მოსალოცად. მე 2012 წლიდან ვარ მეუფესთან ერთად და გიორგობის დღესასწაულზეც ვახლდი ტაძარში. წირვის დროს, მეუფესთან ხალხი მივიდა და სთხოვა დაგვლოცეო, რაზეც მღვდლები გაღიზიანდნენ და მეუფეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაგვატოვებინეს ტაძარი, ეზოში გამოსულს კი ვიღაც ბიჭმა მცემა, ახლაც მაქვს თავის ტკივილები. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, მცხეთის პოლიციის უფროსს ვთხოვდი, დაეკითხა მოწმეები, რომლებიც ჩემი და მეუფის შეურაცხყოფის ფაქტს გამოესარჩლნენ და ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი არ დაკითხა. გვითხრა ჩვენ დავადგენთ ვინ არის დამნაშავეო, მონასტრის წარმომადგენლებმა კი განუცხადეს, რომ მეუფე ტაძარში ყვიროდა და ამიტომ დაატოვებინეს ტაძარი. მამა გაბრიელიც ყვიროდა ტაძარში, მაგრამ მას და მეუფე ილარიონს აქვთ ამის უფლება, რადგან ისიც წმინდანია. ადგილზე მოსული პოლიცია დაგვპირდა ყველაფერს გამოვიძიებთო, გუშინ დავუკავშირდი, მაგრამ ჯერ არანაირი გამოძიება არ ყოფილა. იმ დღეს სასწრაფო დახმარების გამოძახებაც დაგვჭირდა, რადგან მთელი დღის მანძილზე საჭმელი არ მქონდა მიღებული, ჩათვალეს, რომ შიმშილის გამო მქონდა გულისრევა და თავის გაუსაძლისი ტკივილები. მაგრამ ხანდახან რამდენიმე დღე ვშიმშილობთ და ასე ცუდად არასდროს გავმხდარვარ. თავად მეუფემ კი უარი თქვა ექიმის მომსახურებაზე, მას მხედველობა არ აქვს და ამბობს, რომ ახლა თვალი უფრო ძლიერად სტკივა.

- რომელმა მღვდლებმა მოგაყენეს შეურაცხყოფა თქვენ და მეუფეს?

- ასე არ მახსოვს, თუ მაჩვენებენ, სახეზე ყველას ამოცნობა შემიძლია. მეუფე 17 წელი მდუმარებაში იმყოფებოდა, მას დევნიან ეკლესიიდან. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მას ეკლესიაში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინფორმაცია შსს-ს პრეს-სამსახურშიც დაგვიდასტურეს. უწყებაში განმარტეს, რომ დედა ნათიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 125-ე მუხლით, მეუფის ცემის ფაქტს უწყება არ ადასტურებს. მეუფე ილარიონი დღეს 4 საათზე მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზეა დაბარებული.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია