რის გამო აკრიტიკებს მეუღლე დავით ნარმანიას?

რის გამო აკრიტიკებს მეუღლე დავით ნარმანიას?

ქვეყნის დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანიას მუშაობის დაწყებიდან წელიწადი და 3 თვე გავიდა. ჟურნალისტებს ქვეყნის პირველ პირებთან, მათი ოჯახის წევრებთან ინტერვიუების შესათანხმებლად ყოველთვის დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, ახლაც გვჭირდება. უპასუხოდ დარჩენილ ზარებს მაღალჩინოსნები და მათი მეუღლეები იშვიათად აქცევენ ყურადღებას. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ამ მხრივ დავით ნარმანიას მეუღლე - თინათინ თინიკაშვილი გულისხმიერებით გამოირჩევა.

როგორ აფასებს მეუღლის საქმიანობას, რას მიიჩნევს მის მთავარ მიღწევად, როგორ რეაგირებს მერის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე და რის გამო აძლევს მეუღლეს შენიშვნებს? - პასუხებს ამ და სხვა კითხვებზე ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

- თიკა, პირველ რიგში, გულისხმიერებისთვის შეგაქებთ.

- ასე გამზარდეს და უყურადღებოდ არასდროს არავის ვტოვებ. ეს ადამიანის კულტურის ნაწილია. რომ მირეკავდით, იმ წუთში ვერ გიპასუხეთ და როგორც კი საშუალება მომეცა, დაგიკავშირდით. ჩემი მეუღლის მაღალ თანამდებობას, ჩემში (და არც მასში) პიროვნულად არაფერი შეუცვლია. მხოლოდ ცხოვრების სტილი და რეჟიმი შეგვეცვალა. დათო ახლობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთანაც კი ურთიერთობებს ვერ ახერხებს, რადგან საამისოდ დრო ნაკლებად რჩება. ხშირად ვერ ნახულობს ბებია-ბაბუასაც, არადა, ისეთ ასაკში არიან, შვილიშვილების მხრიდან ყურადღება ყველაზე მეტად, ახლა სჭირდებათ. ვიდრე საჯარო მოხელე გახდებოდა, დათო მათ ხშირად ნახულობდა. მოხუცები უყვარს და ისინიც, თავისი ყურადღებით განებივრებული ჰყავდა.

- დროის გამონახვას ბავშვებისთვის მაინც, რამდენად ახერ­ხებს?

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობს, დროის გამონახვას ნაკლებად ახერხებს. მხოლოდ შაბათს ან კვირას აქვს შესაძლებლობა, დღეში 1 საათი შვილებთან გაატაროს და ესეც ყოველთვის არ გამოსდის. თავდაპირველად, ბავშვები მამის ეკრანზე გამოჩენას დიდი აღტაცებით ხვდებოდნენ, ახლა იმდენად შეჩვეულები არიან, ეს მათში დიდ აღტაცებას აღარ იწვევს. ელენიკო ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ტელევიზორიდან მამის ხმა რომ ესმის, ცნობს და უყურებს.

- მზრუნველი მამაა?

- ვიდრე დათო მინისტრი გახდებოდა, მხოლოდ უფროსი შვილი გვყავდა. კოკოსთან ურთიერთობა მოასწრო და ამას ახლაც ვგრძნობ, მას მამასთან გამორჩეულად თბილი ურთიერთობა აქვს. დათო მზრუნველი მამაა. მაგისტრატურაში რომ ჩავაბარე, სწორედ იმ პერიოდში, კოკო 1 წლის იყო და მე რომ ლექციებზე მივდიოდი, ბავშვს დათოს ვუტოვებდი - ის აჭმევდა, საფენებს უცვლიდა...

კოკო წელს სკოლაში მივიდა. დათომ გამონახა ნახევარი საათი, რომ შვილს პირველ დღეს გაჰყოლოდა. ილია-დენისი 2 წლისაა და ბაღში მივიყვანეთ. იქაურობასთან შეგუება ცოტათი გაუჭირდა, ამიტომ მეც მთელი თვე ბაღში ვიყავი. ელენიკო ჯერ მხოლოდ 9 თვისაა.

- სამსახურიდან შინ დაბრუნებულს შთაბეჭდილებების გაზიარება თუ სჩვევია? სამსახურის საქმეზე სახლში ლაპარაკობს?

- სახლში ღამის პირველ საათზე, დაღლილი და მშიერი ბრუნდება.

- მისი საყვარელი კერძი რომელია?

- ამ მხრივ, დიდად პრეტენზიული ნამდვილად არ არის. გამორჩეულად საყვარელი კერძი არც აქვს. შინ რომ ბრუნდება, იმის დრო და სურვილიც ნაკლებად აქვს, სამსახურის საქმეებზე ილაპარაკოს. მთელი დღის განმავლობაში იმდენად დაკავებულია და ისეთ რეჟიმში უწევს მუშაობა, რომ მინდა, სახლში ყოფნა მისთვის განტვირთვა იყოს.

- ბოლო პერიოდში ქალაქის მერის მისამართით კრიტიკა ხშირად ისმის. ამაზე როგორ რეაგირებთ?

- სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის.

ადამიანებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, არ იციან, რა ხდება შიდა სამზარეულოში. რა არის რეალური მიზეზი იმისა, რასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილოები არიან. როცა ვიცი, პრობლემა რაში მდგომარეობს, კრიტიკა განსაკუთრებით მტკივნეულია. ცუდია, ყველაფერი დათოს რომ ჰბრალდება.

- თავადაც ასე მტკივნეულად განიცდის?

- იმ მომენტში, როდესაც მისი მისამართით კრიტიკა მესმის, ჩემ გვერდით არასდროს არის და მის რეაქციას ვერ ვხედავ.

- თავად თუ აკრიტიკებთ და რის გამო?

- უმეტეს შემთხვევაში, იმის გამო ვაკრიტიკებ, რომ ზედმეტად ჰუმანურია. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია