რა ხდება "ყაზბეგისა" და "ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - შემოსავლების სამსახურის განცხადება

რა ხდება "ყაზბეგისა" და "ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური "ყაზბეგისა" და "ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ მდგომარეობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს.

შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის მხარეს, "ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, გარკვეული შეფერხებები აქვთ თურქეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავ ტვირთებს.

"მითითებული ტვირთებიდან უკან მობრუნებული სატვირთო ა/მანქანების ნაწილი მძღოლების მოთხოვნის შესაბამისად გაიგზავნა აზერბაიჯანის ან თურქეთის რესპუბლიკების მიმართულებით. დარჩენილი მანქანები იმყოფებიან ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ელოდებიან რუსეთის ფედერაციაში შესვლის თანხმობას", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ქართულ მხარეს ს.გ.პ. "ყაზბეგი"-ის კონტროლის ზონაში არ იმყოფება არც ერთი ზემოაღნიშნული მიზეზით გაჩერებული ავტომანქანა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები აწვდიან შესაბამის ინფორმაციას ტრანზიტულად მოძრავი ტვირთების მძღოლებს "ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია