1 კვადრატული 350 დოლარიდან - ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა იზრდება

1 კვადრატული 350 დოლარიდან - ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა იზრდება

ჩვენს ქვეყანაში ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა იზრდება. ამ ბიზნესის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში მათი საქმიანობით გაცილებით მეტი ადამიანი დაინტერესდება და უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებათ. მიუხედავად იმისა, რომ ასაწყობი სახლის დადგმა ძალზე მოსახერხებელია აგარაკზე, ზოგიერთი მომხმარებელი ასეთ სახლს ქალაქშიც იშენებს. დაინტერესება აშკარაა, მით უმეტეს, რომ ასაწყობი ვილის აგება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეიძლება.

როგორც შპს Geoco-ს დამფუძნებელი, ვახტანგ ნიკოლავა ამბობს, ასაწყობ სახლებს მათ ფირმაში ცნობილი ადამიანებიც ყიდულობენ:

- ძალიან ბევრ პოლიტიკოსს და ცნობილ ადამიანს აქვს ასეთი სახლი, თანაც, მარტო აგარაკებზე, ან გარეუბანში კი არა - ქალაქშიც. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ჩვენი კლიენტების ვინაობას ვერ გაგიმხელთ, მაგრამ ჩვენი პროდუქციით ბევრი ადამიანი ინტერესდება. ალბათ იმიტომ, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლი, რომელიც სწრაფად შენდება და ფასიც შეღავათიანი აქვს - ჩვენს ფირმაში 1 კვ. მეტრი 350 დოლარი ღირს. ავსტრიელი ბიზნესპარტნიორები გვყავს და მასალებით ისინი გვამარაგებენ. ეს სახლები ავსტრიული ხის მასალისაგან მზადდება. ჩვენი მომხმარებლები არა მარტო აგარაკებს, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც იშენებენ ქალაქში. საძირკველსაც ვაკეთებთ, ამიტომ, ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს სახლები მტკიცე არ არის. საქართველოში 100-150 წლის წინ აგებული ხის სახლებიც კი არის შემორჩენილი, ავსტრიის ტურისტულ ზონას თუ გადავხედავთ, იქ არცერთი ბეტონის სახლი არ დგას, ასე რომ, ხის სახლების უპირატესობას მარტო ჩვენი წინაპრები როდი აღიარებდნენ... თანაც, ჩვენი სახლები ცეცხლგამძლეა, რადგან სპეციალური ხსნარით იფარება და ადვილად აღარ აალდება, ამავე დროს, ყინვაგამძლეცაა იმიტომ, რომ შიგნით დათბუნების რამდენიმე შრე აქვს. ამგვარად აგებული ხის სახლი გაცილებით თბილია, ვიდრე ბეტონისა. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

შპს "თურქოს" მენეჯერმა, ნუგზარ მანიამ, ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მისი ფირმა ძირითადად კონტეინერებზე მუშაობს, თუ ეს ბიზნესი გაამართლებს, მერე უკვე შეიძლება ასაწყობ სახლებზეც გადავიდნენ:

- მყიდველი საკმაოდ გვყავს. ჩვენი კონტეინერების ფართობი 21 კვ. მეტრიდან იწყება, თუმცა ფირმაში გაცილებით მცირე მოცულობის კონტეინერებსაც აწყობენ. მასალები თურქეთიდან შემოგვაქვს, ყველა დეტალი იქიდან ჩამოდის და მერე ვაწყობთ. თურქეთში ეს პროდუქცია ძალიან პოპულარულია და კარგად იყიდება, მით უმეტეს, რომ ევროსტანდარტებს შეესაბამება, კონტეინერში თბოიზოლაციისა და მოპირკეთების ნორმებიც დაცულია და შუქიც არის. ამ ტიპის კონტეინერები ძალზე მოხერხებულია ბიზნესმენებისათვის, რომლებიც სამშენებლო, ან სხვა სახის სამუშაოებს აწარმოებენ. მასში შეიძლება მოძრავი ოფისიც გავხსნათ: ამწე აიღებს და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადგამს - ეს უკვე აწყობილი სახლი, ან ოფისია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია