აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, 26-28 ნოემბერს, მონაწილეობას ღებულობს პოლონეთის 23-ე საერთაშორისო ტურისტულ სალონში - "TT Warsaw 2015".

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ვარშავის კონგრეს ჰოლში გამართული გამოფენა პოლონეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული სალონია და მასში ტურიზმის სექტორისა და ტურისტული ბიზნესის 18 000-მდე პროფესიონალი წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას.

"წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საერთო საგამოფენო სტენდში ჩვენს რეგიონს პოპულარიზაციას გაუწევს. ჩვენი რეგიონიდან გამოფენაში ასევე ბათუმის დელფინარიუმიც მონაწილეობს. ბოლო წლებში პოლონეთი აჭარისა და მთლიანად საქართველოს მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარი გახდა, სადაც აჭარა მუდმივად ახორციელებს სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც პოლონულ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით. აღსანიშნავია, რომ აჭარაში პოლონეთი, ტურისტთა ზრდის მაჩვენებლით, გამორჩეული ქვეყნების ხუთეულში შედის", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის 10 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში 13 890 პოლონელი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1%-ით მეტია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია