"ქართველ მშობელს ურჩევნია, შვილს გათხოვილი ერქვას, ვიდრე უფლება მისცეს, გარკვეული პერიოდი პარტნიორთან ერთად იცხოვროს" - ანუ როდის გავთხოვდეთ?

"ქართველ მშობელს ურჩევნია, შვილს გათხოვილი ერქვას, ვიდრე უფლება მისცეს, გარკვეული პერიოდი პარტნიორთან ერთად იცხოვროს" - ანუ როდის გავთხოვდეთ?

რატომღაც საქართველოში 30 წლის ასაკში გათხოვება, დაგვიანებულად ითვლება. არადა, ევროპასა და ამერიკაში ეს ჩვეულებირვი ამბავია, ნორმალურიც კია ზრდასრულ ასაკში ამ გადაწყვეტილების მიღება. იქ არავინ გეკითხება, უნივერსიტეტი დაამთავრე და აღარ თხოვდებიო? რომ გათხოვდები მერე აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ერთ წელიწადში შვილი გააჩინო, მერე მეორე მესამე და ასე...

აქ კი ყველაფერი ადრე ხდება. 18 წლის ასაკში ოჯახის შექმნა არავის უკვირს, 22 წლის ქალს თუ უკვე 2 შვილი ჰყავს ესეც მისაღებია საზოგადოებისთვის, აბა 25 წლისაც თუ ვერ გათხოვდი შინაბერა ხომ არ დარჩებიო, ამბობენ.

ქართველი მშობლების უმრავლესობას ურჩევნია, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ასაკში აიღოს შვილმა საკუთარ თავზე ასეთი დიდი პასუხისმგებლობა და გათხოვილი ერქვას, ვიდრე უფლება მისცეს მას, პარტნიორთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვორს და გაარკვიოს, ეს ნამდვილად ის სიყვარულია, რომლის დაკანონებაც ღირს, თუ უბრალოდ ჰორმონების ამბავია.

ისინი ვერ ხვდებიან, რომ ახალგაზრდებს ემოციების, გრძნობების და მოთხოვნილებების დალაგება - გადაფასება სჭრიდებათ. ძალიან ძნელია, როდესაც პირველივე პარტნიორთან ქმნი ოჯახს და ჯერ ცხოვრებაც კი არ გაქვს ნანახი.

რა სჭირდებათ ახალგაზრდა წყვილებს? მეტი თავისუფლება, უსაფრთხო სექსზე მშობლებისგან, მასწავლებებლისგან, სკოლისგან ინფორმაციის მიწოდება. აუცილებელია დედ-მამას ღია და გახსნილი ლაპარაკი შეეძლოს შვილთან ამ თემაზე, რათა შემდეგ შედეგი სავალალო არ აღმოჩნდეს.

თუმცა, მხოლოდ 18-20 წლის ახალგაზრდები არ იჩაგრებიან, 30-ს გადაცილებული დასაოჯახებელი ქალები - შინაბერად, ხოლო კაცები ბერბიჭად ინათლებიან, რაც მათ ფსიქიკაზეც ცუდად მოქმედებს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია