"ისლამურმა სახელმწიფომ" იმ დღეს პირველად იგემა, რას ნიშნავს შაჰიდების თავდასხმა" - ქალები, რომლებიც სირიის ომმა გმირებად აქცია

"ისლამურმა სახელმწიფომ" იმ დღეს პირველად იგემა, რას ნიშნავს შაჰიდების თავდასხმა" - ქალები, რომლებიც სირიის ომმა გმირებად აქცია

ყველა ომს თავისი გმირები ჰყავს, მაგრამ, ალბათ, ორმაგად დასაფასებელნი არიან ქალბატონები, რომლებიც სასტიკ და უთანასწორო ბრძოლაში ბევრი მამაკაცისთვის შესაშურ ნებისყოფასა და სიმამაცეს ავლენენ - დღეს, როდესაც მსოფლიო სირიის ომზეა კონცენტრირებული და "ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად ზესახელმწიფოები ერთ კოალიციაში ერთიანდებიან, ყურადღების მიღმა რჩებიან ქალბატონები, რომლებმაც "ისლამური სახელმწიფოს" უძლეველობაზე მითი პირველებმა დაამსხვრიეს... ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე იმ ქალბატონზე გვიამბობს, რომლებიც თანამედროვეობაში თავგანწირვის თვალსაჩინო მაგალითებად იქცნენ:

- სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე საუბრისას აქცენტი ყოველთვის "ისლამური სახელმწიფოს" მოჯაჰედებსა და მათ მიერ ჩადენილ საშინელებებზე კეთდება, არადა, სირიის ომის რეალურ გმირებს შორის, ხუთი ქალბატონია, რომლებზეც საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ფაქტობრივად, არაფერი იცის. საერთოდ, სირიის ომი იმითაც გამოირჩევა, რომ სამხედრო მოქმედებებში უამრავი ქალი მონაწილეობს.

- რა არის ამის მიზეზი?

მარიამ ალ მანსორი

- ქალბატონები ომში განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან. მარიამ ალ მანსორი სამხედრო პილოტია, რომელიც ამერიკულ ავიაციასთან ერთად სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" მეომრები პოზიციებს ინტენსიურად ბომბავდა. ის წარმოშობით გაერთიანებული საემიროებიდანაა და უამრავი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული. სხვათა შორის, თავდაპირველად, "ისლამისტებს" არც კი სჯეროდათ, რომ მათ წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს ქალბატონი ახორციელებდა. ამაში მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდნენ, რაც რადიოტალღაზე მართლაც ქალის ხმა გაისმა - ის ამერიკელ კოლეგებს კოორდინატებს აწვდიდა. მარიამ მანსორი, ამერიკულ ავიაციასთან შეთანხმებით ავიადარტყმებს დღემდე ახორციელებს.

ქალებმა საოცარი თავგანწირვა ქალაქ კობანის დაცვისას გამოავლინეს.

შეგახსენებთ, 2014 წლის ივნისში, ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" ხალიფატი გამოაცხადა და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სასტიკი ბრძოლა, ე.წ. ძლევამოსილი მარში დაიწყო. მათ რამდენიმე ქალაქი აიღეს, 2014 წლის სექტემბერში კი, მდინარე ევფრატი გადალახეს და თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქურთისტანის ცენტრალურ ოლქს მიადგნენ. 10 სექტემბერს 15-მდე ქურთული დასახლება ისე აიღეს, რომ მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. სექტემბრის მიწურულს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს ქურთისტანის ცენტრალური ოლქის 75% უკვე დაპყრობილი ჰქონდათ - მხოლოდ ქალაქ კობანის აღებაღა რჩებოდა.

მოგეხსენებათ, ქალაქი კობანი თურქეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქურთია.

საბედნიეროდ, კობანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო იერიშში ამერიკული ავიაციაც ჩაერთო, რამაც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს შესაძლებლობა არ მისცა, ქალაქი პირველივე შეტევაზე აეღოთ. ვიდრე ამერიკული ავიაცია მათ შეჩერებას ცდილობდა, კობანელებმა ქალაქის დამცველთა რაზმების ჩამოყალიბება დაიწყეს - მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა თუ ექთნებმა ერთკვირიანი სამხედრო კურსი გაიარეს და ქალაქის დასაცავად გაემზადნენ. პირველი იერიშის დაწყებიდან რამდენიმე დღეში "ისლამურმა სახელმწიფომ" კობანის რამდენიმე უბნის დაპყრობა მაინც მოახერხა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოადგა. პარალელურად, თურქეთის საზღვართან თურქეთში მცხოვრები მოხალისე ქურთები გამოჩნდნენ, რომლებსაც ქალაქის დამცველებისთვის დახმარების გაწევა სურდათ. თურქეთმა მათ საზღვრის დატოვების უფლება არ მისცა - მოხალისე ქურთები შორიდან უყურებდნენ როგორ იბრძოდა 3000 ქურთი 10-ათასიანი მოჯაჰედების არმიის წინააღმდეგ, რომლებსაც არტილერია და ტანკებიც ბლომად ჰყავდათ. კობანელები კი, მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ აღჭურვილები. მართალია, ქალაქის დამცველებს ამერიკელები ტყვია-წამალსა და სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდნენ, მაგრამ ხშირად ტრაექტორიის განსაზღვრა არასწორად ხდებოდა, რის გამოც დახმარება ადრესატის ნაცვლად "ისლამური სახელმწიფოს" ხელშიც ხვდებოდა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია