ვინც ამას აკეთებს, მაპატიეთ, მაგრამ ჩემს თვალში ის ქალი არაა..."

ვინც ამას აკეთებს, მაპატიეთ, მაგრამ ჩემს თვალში ის ქალი არაა..."

ნატო გელაშვილი ორი ბიჭის დედაა, უფროსი შვილი გიო - უკვე სტუდენტია, ლუკა კი - აბიტურიენტი. შვილები მიყოლებით გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე ჰყავდა, მათი ცხოვრების მაჯისცემაზე ხელი ყოველთვის ეკიდა, ალბათ ამის შედეგია ის, რომ დღეს ბიჭები მისი საუკეთესო მეგობრები არიან.

- დედა 25 წლის ასაკში სრულიად მომზადებული გავხდი, განცობიერებული მქონდა ის პასუხისმგებლობა, რაც დედობას ახლავას თან, შვილი არ გამიჩენია სხვისთვის, ჩემთვის გავაჩინე და მევე ვზრდიდი. მართალია, 5 თვიდან მყავდა დამხმარე, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე ჩემს შვილს ყურადღებას ვაკლებდი. უბრალოდ, მოსწავლეები მყავდა და ამიტომ დამჭირდა დახმარება, თორემ თავად ვუკეთებდი საჭმელს, მყავდა ბუნებრივ კვებაზე და რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვაკეთებდი და ვასწრებდი.

- მეორე რამდენ ხანში გააჩინეთ?

- ძალიან მალე, გიო 8 თვის იყო, როცა ფეხმძიმედ დავრჩი. შვილები მივაყოლე ერთმანეთს, როცა ლუკა დაიბადა, გიომ სიარულიც კი არ იცოდა ჯერ, მაგრამ ვუმკლავდებოდი ორ პატარა ბავშვს ერთად. ახლა ხშირადაა შემთხვევა, როცა აჩენენ შვილებს და არ აქვთ გააზრებული, ერთი სული აქვთ, ოღონდ ბავშვი ვინმემ მოაშოროთ, მე ნამდვილად არ მქონია ეს განცდა, სულ მათთან მინდოდა ყოფნა და მათთან ვატარებდი დროს, ტყუპივით გავზარდე ორივე და გამიადვილდა. ლუკა რომ გაჩნდა, გიო უკვე ძალიან დიდი მეგონა და როგორც დიდს, ისე ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, გიო შენ დიდი ხარ, ეს არ უნდა შეგეშალოს, ეს ასე უნდა გააკეთო და ა.შ. ლუკა იმდენად პატარა იყო იმ მომენტში, მის ფონზე გიო უკვე დიდი კაცი მეგონა..

ბიჭები დღემდე ტყუპებივით არიან, ბაღში ერთად იყვნენ, იმიტომ, რომ უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, სკოლაში ერთი კლასით წინ იყო გიო, ახლა ის სტუდენტია, ლუკა - აბიტურიენტი. სამეგობრო წრეც ერთი ჰყავთ და სხვათა შორის, მადლობაც კი უთქვამთ ჩემთვის იმის გამო, რომ ერთმანეთი ჰყავთ. თუ ვინმე დამიჯერებს, ვიტყვი, რომ მიყოლებული შვილები ძალიან კარგია. მართალია, პირველი პერიოდი რთული და დამღლელია, მაგრამ ეს არაჩვულებრივია.

- ორი ბიჭის გაზრდა ალბათ მაინც სირთულეებთანაა დაკავშირებული...

- ჩემი მეგობრებისგან ხშირად მსმენია გარდატეხის ასაკის სირთულის შესახებ, მაგრამ პირადად მე არ მიგრძნია ამათი გარდატეხის ასაკი და არც მისი სირთულე. ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შვილებთან ურთიერთობაა. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მათგარეშე არ მიცხოვრია. რაც ყველაზე მთავარი და პირველია ჩემს ცხოვრებაში – ეს შვილებია. როგორც კი დედა შორდება შვილს ან ამბობს, რომ შვილისთვის დრო არ რჩება, შვილი უკვე დაკარგულია. როგორც კი მათ თუნდაც მცირე დროით ჩამოსცილდები და

გახდები უცხო, ჩათვალე, რომ იმ პერიოდს ვეღარ იბრუნებ. ჩვენ ყოველთვის ერთი პრობლემით, ერთი სიხარულით ვცხოვრობთ და არ არსებობს თემა, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე სახლში საუკეთესო მეგობრები მყავს. არ ვაჭარბებ, ჩემი პირველი მეგობრები ჩემი შვილები არიან. როცა ბიჭები გყავს, ცოტა ხანს კაციც უნდა გახდე და კაცურად იაზროვნო, გვერდით დაუგდე, მოუსმინო და დაეხმარო პრობლმების გადაჭრაში.

- სიმკაცრე, გაბრაზება ხშირი იყო?

- რასაკვირველია, მკაცრიც ვიყავი, როცა საჭირო იყო. აი მაგალითად, ჩემს პატარა ბიჭს თავიდან ძალიან უცნაური ხასიათი ჰქონდა, ჯიუტი იყო საშინლად, რაღაცები არ ესმოდა და მაშინ, რა თქმა უნდა, მკაცრიც ვიყავი. ვთქვათ, ეძახდი და იქვე იჯდა, შეიძლებოდა ერთი საათი ისე გასულიყო, არ გაეგონებინა. ამიტომ მეც ისე დავდიოდი სახლში, ვითომ არ მესმოდა მისი საუბარი, მინდა გითხრა, რომ ასეთმა ქმედებამ შედეგი გამოიღო. დღეს, როცა ვსაუბრობთ ხოლმე ამა თუ იმ თემაზე, ხშირად უთქვამთ, შვილს ამას ვერ ვაპატიებდითო, ჩვენც შენნაირად მოვიქცეოდითო. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია