კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:34 / 27-11-2015
წარმატებული მენეჯერის 10 რჩევა ახალგაზრდებს
რა არის წარმატების საიდუმლო? - მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები ახალგაზრდებს წარმატების მიღწევისთვის რჩევებს აძლევენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
მათ შორის არიან ისეთი ცნობილი მენეჯერებიც, როგორიცაა General Motors-ის, PepsiCo-ისა და Hewlett-Packard-ის აღმასრულებელი დირექტორები.

General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი, მერი ბარა:

"აკეთეთ ის, რაც ძალიან გინდათ და რაც ძალიან გიყვართ. თუ აკეთებთ ისეთ საქმეს, რისი კეთებაც გსურთ, ბუნებრივად აღწევთ წარმატებას".

Amerisource Bergen-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტივ კოლისი:
"საუკეთესო რჩევა, რაც ოდესმე მიმიღია, ეს იყო მამაჩემისგან, როდესაც მან
მითხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ დაიწყებ საქმეს. მნიშვნელოვანია, როგორ დაასრულებ მას".

PepsiCo-ის აღმასრულებელი დირექტორი, ინდირა ნუი:
"არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა. ძლიერი ლიდერები არიან ისინი, რომლებიც მთელი ცხოვრება სტუდენტები არიან".

The AES Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეს გლუსკი:
"არასოდეს მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე. არ აქვს მნიშვნელობა, თავს ბედნიერად გრძნობთ, გაკვირვებული ხართ თუ გაბრაზებული. ამასთან, არასოდეს მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიდრე ამის შესახებ იმ ადამიანებთან არ ისაუბრებთ, რომელთაც ენდობით და რომელთაც ამ საკითხთან დაკავშირებით ცოდნა აქვთ".

Boston Scientific-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ მაჰონი:

"კარგი ლიდერები საკუთარ გუნდს პირველ ადგილზე აყენებენ და ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც დასაქმებულები თავს ძლიერად გრძნობენ, იდეების გაზიარება და უკუკავშირის გაკეთება შეუძლიათ. ინვესტიცია ჩადეთ თქვენს ხალხში და ისინი თქვენი ბიზნესის ინვესტიცია გახდებიან"

Los Angeles Opera-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტოფერ კოლში:
"რაც შეიძლება ახლოს იყავით საბოლოო პროდუქტთან. მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირება მოახდინოთ მთავარ მისიაზე და ინსტიტუტის ღირებულებებზე. მაგალითად, მე ახლო კონტაქტი მაქვს ხელოვანებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შექმნან პროდუქტი სცენაზე".

გაგრძელება
10:58 / 27-11-2015
ათენა
0
სადაა ეგ ბედნიერება, ის ვაკეთოთ, რაც გვინდა და გვიყვარს?
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები

არსებობს ნაკლებად სტრესული გზებიც, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს

გვერდით მინიმუმ 5 საუკეთესო ახლობელ-მეგობარი უნდა გყავდეთ
როცა დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, იძულებული გავხდი კვლევა ჩამეტარებინა, რასთან გვქონდა საქმე
+VIDEO| ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია
"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით"
"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით"
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
"ამერიკაში ჩამოვედი 2011 წლის სექტემბერში, როდესაც მეათე კლასში ვიყავი"
ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
15:25 / 17-01-2018  Image "პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი
"ერთხელ მითხრა, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ნეტავ რატომ გადავრჩიო..."
13:10 / 17-01-2018  Image 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდეს
ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს
22:18 / 17-01-2017  Image როცა ლოგინის თეთრეულს ყიდულობთ, ეს უნდა იცოდეთ
ლოგინის თეთრეული დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია
17:23 / 17-01-2018  Image "მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა
"მაგთიკომმა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49