სკანდალური სპექტაკლი "გრიბოედოვის თეატრში" რუსეთზე - ქვეყანაზე, რომელსაც "პერსპექტივა და ნათელი აღარ აქვს"

სკანდალური სპექტაკლი "გრიბოედოვის თეატრში" რუსეთზე - ქვეყანაზე, რომელსაც "პერსპექტივა და ნათელი აღარ აქვს"

"რაც კი რამ ცუდი, უხეში და უსამართლოა რუსეთში, აი, აქ, "რევიზორში" მოვუყარე თავი და გადავწყვიტე ამ მანკიერებათათვის ერთხელ და სამუდამოდ დამეცინა..." , - ასე ამბობდა გოგოლი საკუთარი ერთ-ერთი ყველაზე კომედიური ნაწარმოების, "რევიზორის" შესახებ.

გოგოლის "რევიზორის" საპრემიერო ჩვენება ავთო ვარსიმაშვილის რეჟისორობით, გრიბოედოვის თეატრში 28 ნოემბერს შედგება. ეს არის ფანტასმაგორია, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს. გრიბოედოვის თეატრის დასს AMBEBI.GE მაშინ ესაუბრა, როდესაც ისინი  გასტროლებზე ციმბირში იმყოფებოდნენ. ინტერვიუში ავთო ვარსიმაშვილი ახალი სპექტაკლის და თეატრის გეგმების შესახებ გვიამბობს.

- ამჯერად გასტროლებზე ვიმყოფებით ციმბირში, ორი კვირის მანძილზე 5 სხვადასხვა ქალაქში შედგება ჩვენი სპექტაკლების ჩვენება. ვაჩვენებთ ჩვენს ყველაზე ცნობილ სპექტაკლს, "ცხენის ისტორია", რომელსაც "ოქროს რაინდზე" მიღებული აქვს პრიზი. რაც შეეხება გოგოლის რევიზორს, რომელსაც ჩვენი მაყურებელი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ნახავს, ეს არ იქნება ტრადიციული დადგმა. ჩვენებურად გააზრებული სახით წარმოვადგენთ სპექტაკლს. სხვანაირად და სკანდალურად დავდგით, რაც მაყურებლის დიდ ინტერესს იწვევს.

- რას გულისხმობთ სხვანაირად და სკანდალურად დადგმულ სპექტაკლში?

- მე შევეცადე სპექტაკლი დამედგა ისეთ რუსეთზე, როგორც ვხედავ ამ ქვეყანას. რუსეთი ნაჩვენები იქნება როგორც ქვეყანა, რომელსაც პერსპექტივა და ნათელი აღარ აქვს. რადგან ჩაფლულია კორუფციაში და მათი მთავარი გეზი არის გზა რეგრესისკენ და არა პროგრესისკენ.

- სულ ცოტა ხნის წინ, გრიბოედოვის თეატრს 170 წელი შეუსრულდა, როგორ აღნიშნეთ ეს საიუბილეო თარიღი?

- ჩვენს თეატრს 170 წელი შეუსრულდა. გრიბოედოვის თეატრი არის ყველაზე ძველი თეატრი ამიერკავკასიაში და ყველაზე ძველი რუსულენოვანი თეატრი რუსეთს მიღმა. ამიტომ ჩავატარეთ გრანდიოზული ფესტივალი, სადაც მოვიწვიეთ რეჟისორები, მსახიობები და ფესტივალების დირექტორები.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია