თბილისში, საბავშვო ბაღში მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, ესროლა

თბილისში, საბავშვო ბაღში მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, ესროლა

თემის განახლება| "მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იარაღი ამოიღო" - ბაღის დირექტორის კომენტარი მომხდარ ინციდენტზე

დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, #213 საბავშვო ბაღში საპატრულო პოლიცია მუშაობს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციის მუშაობა სწორედ აღნიშნულ შემთხვევას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მშობელმა, სალომე კაკაჩიამ აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში მამა ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, მან ცეცხლსასროლი იარაღი შვილს მისცა და უთხრა, რომ ვინც აბრაზებდა, ესროლა.

საპატრულო პოლციიის თანამშრომლები აღნიშნულ ინციდენტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მათ მხოლოდ ის აღიშნეს, რომ ისინი 213-ე ბაღში ვითარების გასარკვევად იმყოფებიან.

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია