"მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იარაღი ამოიღო" - ბაღის დირექტორის კომენტარი მომხდარ ინციდენტზე

"მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იარაღი ამოიღო" - ბაღის დირექტორის კომენტარი მომხდარ ინციდენტზე

თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 213-ე საბავშვო ბაღის დირექტორი ვერ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობელს ნამდვილი იარაღი. როგორც "ინტერპრესნიუსს", 213-ე ბაღის დირექტორმა, ნანა ბედელაშვილმა განუცხადა, ამას გამოძიება დაადგენს.

დირექტორის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ბავშვის მამა საბავშვო ბაღში იარაღით მივიდა.

"ჯერჯერობით უცნობია, ნამდვილი იყო თუ არა ეს იარაღი. მამაკაცი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იარაღი ამოიღო", - განაცხადა ნანა ბედელაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვის მამამ იარაღი შვილს მისცა და მოუწოდა, ვინც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ბაღის დირექტორმა განაცხადა, მან ეს ინფორმაცია ბაღების სააგენტოს შეატყობინა და დღეს დილიდან საბავშვო ბაღში სამართალდამცველები მუშაობენ.

ამ დროისათვის 213-ე ბაღში იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლციის თანამშრომლები, ასევე საგამოძიებო ჯგუფი, რომლებიც საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. აღნიშნულის მიუხედავად სწავლის პროცესი არ შეჩერებულა.

იხილეთ ვიდეო

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია