"PALITRANEWS" - 30 ნოემბრიდან, ახალი ამბების არხი მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია

"PALITRANEWS" - 30 ნოემბრიდან, ახალი ამბების არხი მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია

ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, "Palitra TV"-მ დღეს შეაჩერა ეთერი და "PALITRANEWS" ახალი საინფორმაციო ფორმატით 30 ნოემბერს, დილის 8 საათზე განაახლებს მაუწყებლობას. ახალი ამბების ტელევიზია PALITRANEWS ეთერში 24 საათის განმავლობაში იქნება. ტელევიზია გათვლილია მაყურებელთა ისეთ აუდიტორიაზე, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს მრავალფეროვანი, ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია.

როგორც AMBEBI.GE-ს "PALITRANEWS "-ის დირექტორმა, ინგა დადიანმა განუცხადა, საინფორმაციო ფორმატის მიხედვით, "PALITRANEWS"-ზე ყოველდღიურად 200-მდე ახალი ამბავი გავა ეთერში. ყოველ საათში მომზადდება საინფორმაციო გამოშვება, ახალი ამბები ბიზნესის, კულტურის, სპორტის სფეროდან. ასევე სოციალური სიუჟეტები. მაყურებლები გაეცნობიან პრესის მიმოხილვას, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მთელი მსოფლიოდან.

"PALITRANEWS"-ის მაყურებლები ინფორმირებული იქნებიან მსოფლიოს მთავარი ამბების შესახებ. "24 საათიან საინფორმაციო ფორმატი საქართველოში დღეს არ არის. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, ვისაც საქართველოში ასეთი ტიპის მაუწყებლობა ექნება. დღის ნებისმერ მონაკვეთში მაყურებელი პირველი ჩვენგან გაიგებს სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ეს ტელევიზია არის მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია. ახალი ფორმატი ყველა ინტერესის სფეროს მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა სფეროდან სიახლე აინტერესებს, "PALITRANEWS"-ზე ნებისმიერ დროს ახალ ამბავს გაიგებს", - აღნიშნა ინგა დადიანმა. არხი HD ხარისხით გავა ეთერში და მისი მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია