კინოთეატრ "ამირანში" გიორგი მეგრელიშვილის ფილმის "დაGoogლე ზაზუ" პრემიერა შედგა

კინოთეატრ "ამირანში" გიორგი მეგრელიშვილის ფილმის "დაGoogლე ზაზუ" პრემიერა შედგა

კინოთეატრ "ამირანში" გიორგი მეგრელიშვილის ფილმის "დაGoogლე ზაზუ" პრემიერა შედგა, რომელიც რეჟისორმა საკუთარი სცენარის მიხედვით, "პალიტრა ტვ"-სთან ერთად გადაიღო. კრიმინალური კომედია, რომლის გადაღებაც შუაგულ ზაფხულში მიმდინარეობდა, საკმაოდ მცირებიუჯეტიანი პროექტია. მასში პროფესიონალი მსახიობების გარდა, მოყვარულებიც მონაწილეობენ. ავტორის როლი ლალი მოროშკინას ერგო, ხოლო მიშა მესხი კი ძველი ბიჭი გახლავთ...

მიშა მესხი:

- ჩემმა მეგობარმა, პატარა და მინიმალური თანხებით ფილმი გადაიღო. ასეთ პროექტებს ამერიკაშიც იღებენ, რომელსაც გარკვეული გათვლა აქვთ. მეგრელას ეს ნამუშევარი მგონი, მაყურებელს მოეწონება, რომელშიც რაღაც გაუგებარი, ძველი ბიჭი, უფრო "მომგვარებლის" როლი ვითამაშე, რომლსაც 7 წელი "სროკი" მაქვს.

პრემიერის წინ, სანამ კინოთეატრში მაყურებელი გროვდებოდა, ზაზუნას სამოსში გამოწყობილი უზარმაზარი თოჯინა დაიარებოდა, ესალმებოდა სტუმრებს და ართობდ. მასთან სიხარულით იღებდნენ სურათებს, თუმცა გარშემო ყველა ფილმის რეჟისორს დაეძებდა, რომელიც, არსად ჩანადა. ბოლოს, როგორც გაირკვა, თოჯინა ზაზუნა, რომელიც სტუმრებს ართობდა, სწორედ მეგრელა, გიორგი მეგრელიშვილი ყოფილა, რომელმაც ფილმის სანახავად მოსული მაყურებელის განწყობის შესაქმნელად, ასეთი ხერხი არჩია. მას მერე, რაც მეგრელა "გაიშიფრა" და ვიპოვეთ, საკუთარ პროექტზე გავესაუბრეთ კიდეც:

- კარგია, რომ ამდენი ხალხი მოვიდა, მეც კმაყოფილი ვარ, მაგრამ აქ მთავრი ის არის, რომ ხალხმა ამ ფილმზე კინოში იაროს, უყუროს და გაერთოს.

- რა არის ეს ფილმი შენთვის?

- ეს არის ხულიგნობის და კომედიდიის შერწყმა, რამდენად შევძელი ამის გაკეთება, რამდენად მიიღო ხალხმა, ეს უკვე სხვა საკითხია და თანაც, გემოვნების.

- მართალია კომედიაა, მაგრამ პოლიცია ცოტა დაკნინებული ფორმით ხომ არ წარმოაჩინე?

- ყველას აქვს აზრისა და შთაბეჭდილების გამოხატვის საშუალება. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც რაღაცის თქმის გამო არავინ დაისჯება. რითი ფასობს ქვეყანაში ადამინი, - საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს ნებისმიერი საკითხების მიმართ, რა თქმა უნდა, არა უხამსობით. მთავარია, კანონს არ გადააბიჯოს, მაგრამ სიტყვის თქმის უფლება ჰქონდეს.  მოკლედ, თუ იცინა მაყურებელმა და რაღაცაზე დაფიქრდა კიდეც, კმაყოფილი ვიქნები.

ნიკა ხომასურიძე, პროდიუსერი, რეჟისორი (ფილმის ნახვის შემდეგ):

- ყოველი ახალი ნამუშევარი კარგია, რადგანაც განვითარებისკენ მიდის ადამიანი და გამოცდილებას იძენს. მეგრელა არ ჩერდება, კარგია და ასე ორიგინალური სახით აწვდის მაყურებელს ჩვენი ცხოვრების საინტერესო და თანამედროვე რეალობას.

ქვეყანაში ბევრი რამ გაუფასურებულია და ეს მომენტი ფილმში კარგად. მაგრამ მიმაჩნია, რომ სცენარი ცოტა მეტად იყო დასახვეწი, რომ თავიდან ბოლომდე ჰქონოდა ხაზი, მაგრამ მთავრია, რომ იმუშავეს; დანარჩენი, - გამოსწორებას ექვემდებარება. ეს ყველაფერი მაინც უფრო ტელეკინოა, ფართო ეკრანზეც გამოჩნდა, რომ ტელკამერებით იყო გადაღებული. მოყვარული მსახიობებმაც კარგად გაართვეს თავი.

ლაშა ჩახრტიშვილი, უფლებადამცველი, ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟია:

- საინტერესო ფილმი გახლდათ, ორიგინალური კომედია, ტრაგიკომედიის ელემენტებით, რადგანაც რამდენიმე მძიმე ჩანართი იყო. ჩემი გმირი ცხოველს იცავს. მოკლედ, საკუთარი თავი ვითამაშე. ორიგინალური ჟანრის ნამუშევარია, მას შეიძლება შავი კომედიაც დავარქვათ.

კარგი ელენეტებია, ეს ფილმი, რაღაც დოზით, პოლიციასაც მოუხდება, რადგანაც პოლიციელს საქმიანობის ადეკვატურია. მართალია ადამინაის დამცველად მიცნობენ, მაგრამ კარიერა ცხოველების დამცველობით დავიწყე. მნიშვნელოვანია, ცხოველების დაცვა, რადგანაც მათ მიმართ გამოჩენილი აგრესია ადამიანებზე გადადის. ისინი ცოცხალი არსებები არიან და დაცვა სჭირდებათ. ყველა ცოცხალს აქვს სიცოცხლის უფლება, რაც ბევრს ავიწყდება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია