პირველი ლედის ემოციური ფოტოები შშმ პირების მხარდამჭერი ღონისძიებიდან

პირველი ლედის ემოციური ფოტოები შშმ პირების მხარდამჭერი ღონისძიებიდან

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდამჭერ ღონისძიებას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაკა ჩიჩუამ ორგანიზაციის ბენეფიციართა ხელით შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა და ავტორებს გაესაუბრა.

"პირველ ლედის ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები უსახსოვრეს და ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს. გამოფენის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საგანგებოდ დღევანდელი ღონისძიებისთვის მომზადებული სოციალური ვიდეო რგოლი აჩვენეს, რომელშიც საწარმოს საქმიანობისა და ბენეფიციართა საჭიროებების შესახებ იყო საუბარი", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ღონისძიება კავშირ "ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" და "სოციალური თერაპიის სახლი" ორგანიზებით გაიმართა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია