პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, მოტყუებული ადამიანები, ანუ "თურქული სერიალი" ქართველების მონაწილეობით

პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, მოტყუებული ადამიანები, ანუ "თურქული სერიალი" ქართველების მონაწილეობით

თურქეთის ქალაქ რიზეში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქის ვინაობა უკვე ცნობილია,-ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთიდან პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე უფროსი, 38 წლის ქალი, ე.წ. მამაშაა. მათი ვინაობა ადგილობრივ მედიაში უკვე გამოქვეყნდა. დაკავებულებიდან სამი ქართველი უკვე დეპორტირებულია...

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ რიზეში, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან 3 საჯარო სამსახურის თანამშრომელია. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა სასტუმროებში, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ ადგილებში რეიდის დროს აიყვანეს... ტრაპიზონში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში კატეგორიულად გამორიცხავენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს სამი მოქალაქე საჯარო მოხელეა.

როდესაც ამის შესახებ ინფორმაციის მოძიებას თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან შევეცადე, მათ მსგავი ფაქტი არც გაკვირვებიათ, რადგან თურქეთში ქართველი გოგონების პოტენციურ მეძავებად ჩაყვანა ჩვეულებრივ ამბად იქცა... მათი თქმით, თურქეთში ჩადიან ქართველები, ე.წ. პროდიუსერები, რომლებიც გარკვეულ წრეებში თავის დამკვიდრების შემდეგ იწყებენ ქართველი გოგონების - მოდელების, მოცეკვავეების იქ ჩაყვანას, ვითომდა სამუშაოდ, თუმცა ისინი თურქეთში ჩასვლის შემდეგ, სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

გიორგი ჩაგანავა, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- რვა წელია თურქეთის ერთ-ერთ ქალაქის ბარში ვმუშაობ. ის, რომ ქართველი გოგონები აქ ვითომ სამუშაოდ ჩამოდიან, არავის უკვირს, მაგრამ ისეც ხდება, რომ ზოგი მოტყუებით ჩამოჰყავთ, - აქ ერთი ბიჭია, ვინაობას არ დავაკონკრეტებ, აქაური ქართველები ისედაც იცნობენ. ოფიციალური სუტენიორია, უკვე წლებია მოტყუებით ჩამოჰყავს გოგონები, სამუშაოს სთავაზობს საუკეთესო პირობებით.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია