მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მათე მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მათე მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მათე მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა მოციქული და მახარებელი მათე გალილეის ქალაქ კაპერნაუმში ცხოვრობდა და მეზვერე, გადასახადების ამკრეფი იყო. ამის გამო იგი სძულდათ და ყველა სხვა მეზვერის მსგავსად გაურბოდნენ, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მყოფს. ერთხელ მათე საზვერესთან იჯდა, როდესაც მასთან უფალი მივიდა და უთხრა: შედგომოდა მას. იგი უფალს უსიტყვოდ გაჰყვა.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე მოციქული, სხვა მოციქულებთან ერთად, იერუსალიმსა და მის შემოგარენში სახარებას ქადაგებდა. ქრისტეს შობიდან დაახლოებით 41 წელს მან ქრისტეს ცხოვრების შესახებ სახარება დაწერა.

წმიდა მოციქულმა მათემ ღვთის სიტყვა საბერძნეთის ჩრდილოეთით, სირიაში, სპარსეთში, ეთიოპიაში და სხვა ქვეყნებში იქადაგა. წმინდა მოციქული მოწამეობრივად ქრისტეს შობიდან დაახლოებით 60 წელს აღესრულა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია