ბერლინში მცხოვრები სირიელი ლტოლვილი მადლიერების ნიშნად გერმანელ უსახლკაროებს აპურებს

ბერლინში მცხოვრები სირიელი ლტოლვილი მადლიერების ნიშნად გერმანელ უსახლკაროებს აპურებს

გაიცანით, სირიელი ლტოლვილი, ალექს ასალი, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. ალექსი ყოველ შაბათს დიდი ოდენობით სადილს აკეთებს და გერმანელ უსახლკაროებს აპურებს.

ასალის თქმით, მას სურს გერმანელებს აჩვენოს თუ "როგორია სირიელთა ნამდვილი სახე" და გერმანელი ხალხისადმი მადლიერების ნიშნად "რაღაც გასცეს უკან".

როგორც The Huffington Post-თან საუბარში ალექსმა განაცხდა, მან სირია 2007 წელს, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამოქვეყნებული კრიტიკული განცხადებების გაკეთების შემდეგ დატოვა და ლიბიაში გატარებული რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ,  2014 წელს ბერლინში გადმოვიდა.

აგვისტოდან მოყოლებული ასალი, მეტროს სხვადასხვა სადგურებს სტუმრობს და ქალაქის უსახლკაროებს გემრიელი სადილით უმასპინძლდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია