"ახლა მთავარი - ჩვენ არა მხოლოდ საინტერესო ეპოქაში, არამედ, ფეთქებადსაშიშ ვითარებაშიც ვცხოვრობთ" - ირაკლი ტაბლიაშვილი

"ახლა მთავარი - ჩვენ არა მხოლოდ საინტერესო ეპოქაში, არამედ, ფეთქებადსაშიშ ვითარებაშიც ვცხოვრობთ" - ირაკლი ტაბლიაშვილი

პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი მსოფლიოში შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაზე წერს:

"ვისაც ყური აქვს, ისმინოს:

წიაღსვლები - "თურქეთიც ხომ მტერია"; "ორივეს დედა ვატირე" და მისთ, არის პირდაპირი მოქცევა რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

ამავე პროპაგანდის თანახმად, თურქეთი, თურმე, ეხმარება სირიაში არსებულ არა "ზომიერ" ოპოზიციას (რეალურად, სწორედ მას ეხმარება), არამედ, რეალურ ტერორისტებს.

სხვა თუ არაფერი, ეს არალოგიკურიც იქნებოდა მისი მხრიდან - ნათელი სამყარო სწორედ ტერორიზმს ებრძვის, თურქეთი, რამდენადაც ის ნათელი სამყაროს წევრია, ასევე ებრძვის ტერორიზმს... შესაბამისად, შეუძლებელია ის იყოს ტერორიზმის პირდაპირი ან ირიბი მხარდამჭერი. რაც შეეხება ზომიერ ოპოზიციას - ბაშარ ასადის რეჟიმის მოცილების აუცილებლობაზე თანხმდება მსოფლიო გარდა რუსეთისა... შესაბამისად, როდესაც ხსენებული რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ირთვება და თურქეთს ტერორისტების მხარდაჭერას საყვედურობს, ის (პროპაგანდისტული მანქანა) თურქეთს აბრალებს ტერორისტების მხარდაჭერას.

ახლა მთავარი - როგორც ვხედავთ, ჩვენ არა მხოლოდ საინტერესო ეპოქაში, არამედ, საინტერესო და ფეთქებადსაშიშ ვითარებაშიც ვცხოვრობთ.

რუსეთი უკვე ცდილობს და მომავალში უფრო ეცდება არსებითი ზეგავლენის მოხდენას არჩევნების შედეგებზე... იმ არჩევნებისა, რომელშიც ამომრჩეველი, ფორმალურად, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ, პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს (და ახერხებს კიდეც) ჩვენივე ამომრჩევლის, ბოდიში და, გამოლაყებას.

ხსენებული - "თურქეთიც მტერია" და "ორივეს ჯანდაბმდე ჰქონია გზა", ამ პროპაგანდის შედეგია.

ამდენად, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი ირიბად, მაგრამ, არსებითად არ ჩაეიოს ჩვენ საარჩევნო პროცესში, ანუ, ზემოქმედება არ მოახდინოს არჩევნებზე (საარჩევნო პროცესზე), პირადად მე ვარ მომხრე, რომ მოვიფიქროთ დემოკრატიული!!! მექანიზმი და შევზღუდოთ ეს რუსული საინფორმაციო არხები.

პ.ს. სიტყვისა და გამოხატვის უფლება/თავისუფლების დამცველებისთვის (თავს უფლებას მივცემ, საკუთარი თავიც მათ რიგებში მივიჩნიო), განვმარტავ, რომ, ცხადია, არ ვგულისხმობ რაიმე ისეთ რეგულაციას, რომლის შედეგადაც შემოგვერღვევა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა/თავისუფლება... უბრალოდ, კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ ის ეგზისტენციური საფრთხე, რომლის წინაშეც უკვე დგას და მომავალში უფრო დადგება სახელმწიფო" - წერს ტაბლიაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია