რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბანანის ქერქში

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბანანის ქერქში

აღმოჩნდა, რომ ბანანის ქერქი სუპერპროდუქტია. როგორც The Daily Mail-ი აცხადებს, ქერქში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. უპირველეს ყოვლისა უჯრედისი, რომელიც ნაწლავის ფუნქციას არეგულირებს. გარდა ამისა მაგნიუმი, კალიუმი, ცილა და ვიტამინები - A, C, B6, B12.

A ვიტამინი კბილებისა და რბილი ქსოვილებისათვის აუცილებელი კომპონენტია, B6 - განამტკიცებს იმუნურ სისტემას, გულსა და ტვინს ნორმალურ ფუნქციას უნარჩუნებს, არეგულირებს შაქრის დონეს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას, B12 ვიტამინი კი თავის ტვინისა და საზოგადოდ, ნერვული სისტემის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია.

მეცნიერები ჯერ კიდევ 2011 წელს მიუთითებდნენ, რომ ბანანის ქერქში უხვადაა პოლიფენოლები და კაროტინოიდები, რომლებიც აძლიერებს მეტაბოლიზმს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანანის ქერქი არ შეიცავს კალორიებს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი იწვევს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. არსებობს მონაცემები იმის თაობაზეც, რომ ბანანის ქერქში არსებული ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია