დედის რძის "გამყალბებლები"... - ჟურნალისტური გამოძიება

დედის რძის "გამყალბებლები"... - ჟურნალისტური გამოძიება

დაახლოებით ერთი თვის წინ "კვირის პალიტრაში" სატელეფონო ზარი გაისმა - მკითხველი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, ამტკიცებდა, რომ ექიმების არცთუ მცირე ნაწილი კერძო კომპანიებთან არის გარიგებული და პაციენტებისთვის სხვადასხვა მედიკამენტის დანიშვნის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულ თანხასაც იღებს. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა პედიატრიის სფეროშია. მკითხველის თქმით, თავადაც ექიმია და იცის, რასაც ამბობს. ეს ჩვენთვის სიახლე არ იყო, რადგან პრესაში არაერთხელ გამოქვეყნებულა ზოგადი შინაარსის მასალები იმის თაობაზე, რომ სამედიცინო სამყაროში უკანონო სქემები მოქმედებს. თუმცა, როგორც წესი, რესპონდენტები ეჭვს კონკრეტული ფაქტებით ვერ ამყარებდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, ნამდვილად ხდება თუ არა ექიმებსა და კერძოს კომპანიებს შორის უკანონო გარიგებები, თუ ეს მხოლოდ მითია. აქცენტი პედიატრებზე გავაკეთეთ.

გამოძიება შემდეგი სქემით ჩავატარეთ,­ პოლიკლინიკები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ. გეგმა ასეთი იყო: ექიმებთან არარსებული ფარმაცევტული კომპანიის ("ფემილი") სახელით უნდა მივ­სულიყავით, შეგვეთავაზებინა თანამშრომლ­ობა და ამ მეთოდით გაგვერკვია, თანამშ­რომლობდნენ თუ არა ისინი კერძო კომპანიებთან ე.წ. შავი ანაზღაურების სანა­ცვლოდ.

ჟურნალისტური გამოძიებისას სამწუხარო სურათი გამოიკვეთა. ამ ეტაპზე ექიმების ვინაობას არ გავასაჯაროებთ, თუმცა ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რა ღონისძიებებს გაატარებენ შესაბამისი ორგანოები ვითარების შესაცვლელად. ვიმედოვნებთ, ამ სფეროში დანაშაულებრივი გულგრილობა აღარ გაგრძელდება.

რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, პირველად ავჭალის ერთ-ერთ პოლიკლინიკას ვესტუმრეთ, პედიატრ ც.მ-ს შევხვდით და თავი "ფემილის" წარმომადგენლად გავაცანით. ვუთხარით, რომ ახალ სააფთიაქო ქსელს ვხსნით, ჩვენთვის პრიორიტეტული ბავშვთა კვებაა და მომხმარებლების მოსაზიდად ექიმების დახმარება გვჭირდება. პედიატრს გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, შეთავაზება არ უუცხოებია და ექიმებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის სქემაც გაშიფრა:

- აფთიაქებთან კონტაქტი არასოდეს გვქონია. ხელოვნური კვების შემომტან კომპანიებთან ჩვეულებრივ ვთანამშრომლობთ... თქვენი პირობები მითხარით და სხვა ექიმებსაც დაველაპარაკები. ისე, ეს ჩვენმა მთავარმა ექიმმა რომ გაიგოს, დაგვამხობს თავზე ყველაფერს. გამიგეთ? ამ თემაზე საუბარი გვეკრძალება. ამიტომ გითხარით, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით..."

სანამ "ჩამოვყალიბდებოდით", ჯერ დავინტერესდით, ბავშვთა კვების შემომტანი კომპანიები რა მექანიზმით ამოწმებენ, მათ პროდუქციას უნიშნავს თუ არა კონკრეტული პედიატრი ბავშვს.

"როგორ უნდა მოვატყუო კომპანია, გაყიდვებს ხომ დაეტყობა? ბავშვის მშობლებს ურეკავენ და ეკითხებიან, ხელოვნური კვების რომელ ნაწარმს ყიდულობს. კომპანიებს ჩვენ ვაწვდით სიას, რამდენი ბავშვი გვყავს ხელოვნურ კვებაზე... არავინ ეუბნება ბავშვის მშობელს, რომ კონკრეტული კომპანია ურეკავს. ამას ზოგადი გამოკითხვის სახე აქვს", - გვითხრა პედიატრმა.

მისივე თქმით, ხუთ კომპანიასთან თან­ამშრომლობს და ბავშვს საკვებს იმის მიხედვით უნიშნავს, რომელი კომპანიის საკვებს "მიიღებს" ბავშვი. შესაბამისად, ის კომპანია უხდის ფულს, რომლის პროდუქციასაც ყველაზე მეტს გაყიდის თვის განმავლობაში.

- სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული ფასები აქვს, თანაც პირველად კვებაზე სხვა ფასია. ბონუსი თვეში 5-დან 10 ლარამდე მერყეობს... ერთი ბავშვის ფასი ასეთია.

- ჩვენ ბავშვზე 20 ლარს გადაგიხდით, თუ ჩვენთან თანამშრომლობაზე სხვა ექიმებსაც დაითანხმებთ.

- თქვენთან აფთიაქიც ყოფილა, მედ­იკამენტების ყიდვაც ხომ შეუძლიათ, თანაც თუ შედარებით დაბალი

ფასი გექნებათ,­ მშობლებიც დაინტერესდებიან. მთავარია, ფილიალი ჩვენს კლინიკასთან ახლოს გახსნათ...­"

რამდენიმე დღის შემდეგ ნაძალადევში­ მდებარე პოლიკლინიკის ერთ-ერთ პედიატრს, ი.ს.-ს, ანალოგიური შეთავაზებით ვესტუმრეთ. ჩვენი შეთავაზება არც მისთვის აღმოჩნდა უცხო. პირდაპირ ვკითხეთ, "თანამშრომლობისთვის" რამდენი უნდა გადაგვეხადა.

"- თქვენ შეჯერდით კომპანიის ხელმძღვანელობასთან და საბოლოო წინადადება მითხარით.

- შეიძლება ხელზე გადაგიხადოთ?

- ყველაფერი შეიძლება. დაელაპარაკეთ თქვენს ხელმძღვანელს, რა ფარგლებში­ უღირს.

- დაახლოებით ერთ კვირაში თანხაზე შევთანხმდეთ.

- კი ბატონო... "

იხლეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია