საქართველოს მეორადი ავტობაზარი "იაპონური იერით"

საქართველოს მეორადი ავტობაზარი "იაპონური იერით"

საქართველოში მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა, სხვადასხვაგვარია ვითარება ავტობაზრის სხვადასხვა სეგმენტში. პირველობას არავის უთმობს იაპონური პროდუქცია - მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არის ამერიკული და ევროპული ავტომობილებიც, თამაშის წესებს მაინც ქართულ რეალობას უკეთ მორგებული იაპონური მანქანები განსაზღვრავს. ადგილობრივი მყიდველი ჯერ იაპონურ ავტომობილებს ირჩევს, შემდეგ - ამერიკულს, ბოლოს კი - ევროპულ მეორად მანქანებს.

გიორგი სურგულაძე, "კავკასიის ავტოიმპორტის" წარმომადგენელი: ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა, ავტობაზარი ერთგვაროვანი არ არის. მაგალითად, მცირდება ამერიკული და ევროპული ავტომობილების იმპორტი, მაგრამ იაპონური წარმოების იაფი მანქანების იმპორტი იზრდება. ეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ებმის და რეალობას ასახავს - როგორც კი მდგომარეობა გამოსწორებას იწყებს და ქვეყნის ეკონომიკაში სასიკეთო ძვრებია, მკვეთრად იმატებს ამერიკული მანქანების შეძენის მსურველთა რაოდენობა. სტატისტიკას მუდმივად ვადევნებთ თვალს და შეიძლება ითქვას, რომ ახლა 2011 წლის მონაცემებს დავუბრუნდით. მაშინ ერთ თვეში, ოქტომბერში, სულ 5923 ავტომობილი გავყიდეთ, უმეტესობა იაპონური იყო და მათი ფასი 2.000-დან 2.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ ფასში შედიოდა განბაჟებაც... ისეთივე ტენდენციაა ახლაც - ლიდერობს იაპონური წარმოების ავტოპროდუქცია, მეორე ადგილზეა ამერიკული მეორადი, დაზიანებული ავტომობილები, რომელთაც აქ აღადგენენ, მაგრამ მაინც იაფი ჯდება და დაბალი ფასის გამო ქართულ ბაზარზე მათ მაინც ბევრი მყიდველი ჰყავს. მესამე ადგილზეა ევროპული ავტომობილები. "მერსედესი" და BMW ყოველთვის პოპულარულია, მაგრამ მათი შეძენის საშუალება ყველას არ აქვს. იაპონური ავტომობილები ჩვენი გზებისთვის გამძლეა. გაზრდილია იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიც.

- თქვით, რომ ვითარება 2011 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა... რამ განაპირობა ეს - დოლარის კურსმა თუ სხვა ფაქტორებმა?

- ლარის გაუფასურება ერთ-ერთი ფაქტორია. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შემცირდა, ხალხი ფულს ისე ხელგაშლილად ვეღარ ხარჯავს და ეს ბიზნესზე უარყოფითად აისახება. ქვეყანაში რომ კრიზისია, ყველა ხედავს, მაგრამ ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანია კლიენტის სანდოობაც, რამაც მკვეთრად იკლო ეკონომიკური ვითარების გამო. კლიენტის სანდოობას ეკონომიკური ვითარება და სტაგნაციური სურათი განსაზღვრავს, ანუ როცა ბაზარზე არაფერი ხდება, ვითარებაც არ იცვლება. თანაც კრიზისი მხოლოდ საქართველოს ბაზარს არ ეხება, - სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, აზერბაიჯანში, გაცილებით უარესი ვითარებაა. შედარებისთვის, 2013 წლის ოქტომბერში 3855 ავტომობილის რეექსპორტირება მოვახდინეთ აზერბაიჯანში, წლევანდელ ოქტომბერში კი ეს რაოდენობა 230-მდე შემცირდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია