telegraph: მაჰთამა განდი წმინდანივით გამოიყურებოდა, მაგრამ ცბიერი "სპეკულანტი" და ტაქტიკოსი იყო - სკანდალური დეტალები "ერის მამის" ცხოვრებიდან

telegraph: მაჰთამა განდი წმინდანივით გამოიყურებოდა, მაგრამ ცბიერი "სპეკულანტი" და ტაქტიკოსი იყო - სკანდალური დეტალები "ერის მამის" ცხოვრებიდან

ნიუ დელიში ნაციონალურმა არქივმა მაჰათმა განდისა და მისი ახლო მეგობრის ჰერმან კალენბახის, გერმანელ-ებრაელი არქიტექტორის პირადი მიმოწერა გამოაქვეყნა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს საუბარი "გეი განდის" შესახებ. ამ ჭორს საფუძველი ისტორიკოს ენდრიუ რობერტსის წიგნმა დაუდო, სადაც ის ამ ორ მამაკაცს შორის ურთიერთობას "ფიზიკური ხასიათისას" უწოდებდა.

განდი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დოკუმენტირებული პირია პრე-ელექტრონულ ხანამდე. მისი მრავალი ბიოგრაფიაა დაწერილი. თუ მან მოახერხა დაემალა, რომ გეი იყო, ისტორიულ თაღლითობასთან გვქონია საქმე.

განდის ექსცენტრიული დამოკიდებულება ჰქონა ძილთან, საკვებთან და სექსუალობასთან. ის ცელიბატობაში ხედავდა ერთადერთ გზას. დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს თქმით, განდი სექსზე ამბობდა, რომ "არანორმალური და არაბუნებრივი" იყო და "ფრუსტრაციას, ნევროზსა და სხვადასხვა ნერვულ დაავადებებს იწვევდა". "არ ვიცი, რატომ იყო ასე შეპყრობილი სექსის პრობლემატიკით", - აცხადებდა მინისტრი.

ინდოეთსა და მთელს მსოფლიოში განდი საკუთარი თავის გამარტივებულ ვერსიად იქცა: მომღიმარ წმინდანად, რომელიც ჯონ ლენონის სათვალეებს ატარებდა, ცოტას ჭამდა და არაძალადობრივი სახალხო დაუმორჩილებლობით იმპერია დაამხო.

განდის, როგორც ინდოეთის პოლიტიკური ლიდერის მიღწევები გულისხმობდა პროტესტის ფორმას, რომელიც საჭირო გარემოში შეძლებდა ისტორიის შეცვლას. ის მთლიანად იყო დამოკიდებული სახელმწიფოს გულისხმიერებაზე.

გარდა იმისა, რომ განდი წმინდანივით გამოიყურებოდა, პირველ რიგში, ის ცბიერი "სპეკულანტი" და ტაქტიკოსი იყო. ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ის კარგად იცნობდა სისტემას, რომლის დანგრევასაც ცდილობდა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია