აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით პიარ აქტივობას აგრძელებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით პიარ აქტივობას აგრძელებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით პიარ აქტივობებს განაგრძობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჯერად საინფორმაციო ტურის ფარგლებში 10 ჟურნალისტი ბელარუსიის რესპუბლიკიდანაა მოწვეული.

"ისინი რეიტინგული ბელარუსული ტელეარხებისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები არიან. ბელარუსული მედიის წარმომადგენლები სამი დღის მანძილზე გაეცნობიან რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერებენ ბათუმის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხესა და ქედის ღვინის სახლს. ასევე ეწვევიან ტურისტულ მეურნეობას სოფელ გობრონეთში, აჭარის სოფლად ტურიზმის გაცნობის მიზნით.

პრესტურის ფარგლებში ბელარუსი ჟურნალისტები შეხვდებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძესა და ქალაქ ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს.

პრესტური ბელარუსიის რესპუბლიკაში მიმდინარე სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბოლო წლებია სარეკლამო კამპანიებსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ბელარუსიის რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს. დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობას ღებულობს მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Leisure, სადაც აჭარის სტენდი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა", - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის 10 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში 6 101 ბელარუსი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5%-ით მეტია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია