გადავურჩინოთ დედას ერთადერთი შვილი

გადავურჩინოთ დედას ერთადერთი შვილი

მარტოხელა დედის ერთადერთი შვილი სიცოცხლისთვის იბრძვის! არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ახლობლები კი იმედს არ კარგავენ, რომ 24 წლის ხევსური ყველაფერს გაუძლებს და ახლობლების სახეზე ღიმილს დააბრუნებს... ირაკლი ჭინჭარაული 9 ნოემბერს, ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ქალა-ტვინის ურთულესი დაზიანება მიიღო. ის ამჟამად თბილისის ცენტრალური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება...

არადა, სწორედ 9 ნოემბერს, ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ამ დღეს მის ორ უსაყვარლესს ადამიანს დაბადების დღე ჰქონდა: ირაკლისგან ყურადღებით განებივრებული დედა და შეყვარებული ალბათ, ამ დღესაც ელოდნენ მისგან სიურპრიზებს...

თეონა არდოტელი, ირაკლი ჭინჭარაულის დეიდაშვილი:

- დილით სამსახურში მიდიოდა საკუთარი ავტომობილით და როგორც ამბობენ, დიღომში მანქანა მოუცურდა. თავის არეში ძლიერი დაზიანებები აღენიშნება. როგორც ექიმები ამბობენ, მისთვის ყოველი დღის გათენება - ეს უკვე გამარჯვებაა! თავიდან ხელი არ მოჰკიდეს: ოპერაციას ვერ გადაიტანსო. მერე ექიმმა გვაცნობა, რაღაც მაძრაობები დაფიქსირდა და უკვე გვაქვს საშუალება, ოპერაცია ჩატარდესო ანუ ესეც გარკვეული გამარჯვება იყო. მადლობა ღმერთს, ცოცხალია. იმედი გვაქვს, არ მიგვატოვებს.

- ირაკლი ამ შემთხვევამდე როგორ ცხოვრობდა?

- ირაკლი დედისერთაა. პატარა იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. დედამ გაზარდა საოცრად მოსიყვარულე, თბილი, წესიერი შვილი. ირაკლი თბილისში დაიბადა, მაგრამ სკოლა შატილში დაამთავრა, წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა.

- საცხოვრებლად შატილში რა მიზნით წავიდნენ?

- სახლი არც თბილისში ჰქონდათ და არც - შატილში. მაგრამ იქ ქირის გადახდა მაინც არ მოუწევდათ - ბიძის სახლში ცხოვრობდა.. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა და უნივერსიტეტში ჩააბარა. ბინა გლდანში დაიქირავეს.

- დედა არ მუშაობდა?

- როცა ირაკლი სტუდენტი იყო, დედამისი ცდილობდა, სამუშაო ეშოვა. არაფერს თაკილობდა შვილის გამო. მუშაობდა ოჯახებში, ყოველდღიურ მცირე გამომუშავებაზე, რომ რაღაცნაირად გაეტანათ თავი. ირაკლი ცდილობდა, დედას როგორმე დახმარებოდა. სტუდენტობის პერიოდში "შატილ ტური" გახსნა და მსურველები ხევსურეთში მიჰყავდა. ასე რომ, ზაფხულობით მცირედი შემოსავალი მასაც ჰქონდა... როცა უნივერსიტეტში სწავლა დაამთავრა, მუშაობა დაიწყო და ცოტა ამოისუნთქა. მთელი ცხოვრების მანძილზე, ახლა პირველად გაუჩნდა იმის საშუალება, რომ ადამიანურად ეცხოვრა და ესეც არ შეერგო. მართალია, ისევ ქირით ცხოვრობენ, მაგრამ ნათელი მომავლის იმედს არასდროს კარგავდა... დედამისი ძალიან ცუდ დღეშია. ახლობლები, ნათესავები, ირაკლის მეგობრები და უამრავი უცნობი კეთილი ადამიანი ცდილობს, მას მხარში ამოუდგეს. მორალურად, ფიზიკურად ძალიან ცუდადაა. თუმცა, უკეთეს დღეში არც ნათესავ-მეგობრები ვართ. ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერა ვიგრძენით და ეს გვაძლიერებს. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდის და დახმარებას გვთავაზობს. ეს ირაკლის დამსახურებაცაა. ძალიან კეთილი ბიჭია და როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს, ახლა კი ეს სიკეთე უკან უბრუნდება...

- გაჭირვება, უქონლობა, მამის გვერდით არყოფნა ვაჟებს განსაკუთრებულად თრგუნავს. ირაკლიზე რას გვეტყვი?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია