"ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდის გავიდეს ბაზარში" - გუგული მაღრაძე

"ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდის გავიდეს ბაზარში" - გუგული მაღრაძე

რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნების" დეპუტატის რიმა ბერაძის გაკეთებული განცხადება სოციალური ქსელებში დიდი გარჩევის საგნად იქცა. შეგახსენებთ, ბერაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგან მასში აუცილებელი კალორიულობა შედის და დაცულია. აღნიშნულ საკითხს უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძეც გამოეხმაურა, მან "კვირის ქრონიკასთან" საუბარში აღნიშნა, რომ ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდის უნდა გავიდეს ბაზარში.

"თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10-თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა 1,18 ლარი. თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი რამდენია საჭირო - ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება", - განაცხადა "კვირის ქრონიკასთან" გუგული მაღრაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია