როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს

როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ეკონომისტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ. იქვე მიუთითებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში და მასზე დაყრდნობით მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან ლარი დოლართან მიმართებაში 2,1-2,15-ის ფარგლებში იქნება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი ქართული ვალუტის ისტორიაში შავ ფურცელზე ჩაიწერება. ეს ის პერიოდია, როდესაც რამდენიმეწლიანი სტაბილურობის შემდეგ ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. ანალიტიკოსების განცხადებით, გაისად მსგავსი კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის.

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის დასაწყისად 2014 წლის 25 ნოემბერი ითვლება, იმ დღეს 1 დოლარის ღირებულებამ 1,8 ლარს გადააჭარბა. 2015 წლის 28 იანვარს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,01 ლარი იყო. ამ მაჩვენებელმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და დევალვაციის ობიექტურ მიზეზებს სპეკულაციებიც დაერთო. გაუფასურების პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა და 19 მარტს ლარი დოლართან მიმართებაში /,2 ლარამდე დაეცა. 29 აპრილს უკვე 2,3-ს გადააჭარბა, ხოლო 26 აგვისტოს 2,41 ლარს. ეროვნული ვალუტისთვის ასევე მძიმე აღმოჩნდა სექტემბერი, როდესაც ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსით ლარი დოლართან 2,45 ლარამდე გაუფასურდა, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,50 ლარიც კი ღირდა.

მიზეზები და პროგნოზი

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის რამდენიმე მიზეზი განიხილება, ერთია საგარეო ფაქტორები. დოლარი რეგიონის ყველა ქვეყნის ვალუტასთან მყარდებოდა და ამ სახელმწიფოების ეკონომიკაც სუსტდებოდა. ამან გამოიწვია ქართული ექსპორტის შემცირება, ამასთანავე იკლო ფულადმა გზავნილებმა, ხოლო საგადასახდელო ბალანსის დეფიციტმა 701,5 მილიონ დოლარს უწია.

მეორე მიზეზად სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა დასახელდა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ სახელმწიფო უწყებები მათთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს ვერ ითვისებენ, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის ვარდება. წლის ბოლოს კი, ბიუჯეტის ხარჯების კუთხით გარღვევის მასშტაბების შესამცირებლად ერთბაშად დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება, რაც, თავის მხრივ, ლარის კურსზე ნეგატიურ წნეხს აძლიერებს.

მესამე მიზეზად, ეროვნული ბანკის პოლიტიკა განიხილება. ეკონომისტების უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ სებ-ის მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის სწრაფმა ზრდამ, ინტერვენციებისა და სხვა მონეტარული აგრეგატების არასწორად გამოყენებამ ლარი იმაზე მეტად გააუფასურა, ვიდრე ამის ობიექტური მიზეზი არსებობდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია