"ნიკორას" სუპერმარკეტის ყაჩაღობისას დაჭრილი დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

"ნიკორას" სუპერმარკეტის ყაჩაღობისას დაჭრილი დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, "ნიკორას" სუპერმარკეტზე მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გივი ღარიბაშვილი, რომელიც აღნიშნული სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომელია, ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაჭრილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები აღენიშნება.

"52 წლის გივი ღარიბაშვილი საავადმყოფოში გუშინ მოიყვანეს. მას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები აღენიშნება. პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც იგი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკულია", - აცხადებენ ინგოროყვას კლინიკაში.

ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში "ნიკორას" სუპერმარკეტი გუშინ დააყაჩაღეს. შემთხვევის შედეგად, დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. მას შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი.

არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით, ერთი პირი შეიჭრა. ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც დაცვის თანამშრომელი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე|"ნიკორას" მაღაზიის დაყაჩაღებისას დაცვის თანამშრომელს 7 ტყვია ესროლეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია