"ოპერაციის შემდეგ სოკო ორგანიზმს მოედო, გულს, ფილტვებს და ტვინში დაჩირქდა" - გარდაცვლილი ბავშვის მამიდა იაშვილის კლინიკის ექიმს არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს

"ოპერაციის შემდეგ სოკო ორგანიზმს მოედო, გულს, ფილტვებს და ტვინში დაჩირქდა" - გარდაცვლილი ბავშვის მამიდა იაშვილის კლინიკის ექიმს არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს

გარდაცვლილი მცირეწლოვანის ბუკა (მერაბ) ნიკურაძის მამიდა ქეთი ნიკურაძე, იაშვილის კლინიკის ექიმს, ასმათ შენგელაიას ბავშვისთვის არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქეთი ნიკურაძემ განუცხადა, ასმათ შენგელაიამ მის ძმის შვილს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვა და მკურნალობის არასწორი კურსი ჩაუტარა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

გარდაცვლილის მამიდის ინფორმაციით, ერთი წლის წინ, ბუკა ნიკურაძეს სიცხე ჰქონდა, ძვლები ტკიოდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. საწრაფომ პაციენტი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ანალიზები გაუკეთდა.

"ასმათ შენგელაიამ მითხრა, თქვენს შვილს სისხლის კიბო აქვს და მოკვდება, თუ ათ დღეში ქიმია არ დავიწყეთო", - აღნიშნა ქეთი ნიკურაძემ.

მისივე ინფორმაციით, ოჯახს ანალიზების გერმანიაში გადამოწმება სურდა, თუმცა ასმათ შენგელაიამ ამას ხელი შეუშალა და აცხადებდა, რომ გერმანიაში გადამოწმება საჭირო არ იყო. ქეთი ნიკურაძის ინფორმაციით, პაციენტს ქიმიოთერაპიის კურსი საქართველოში დაუწყეს, ბავშვის ორგანიზმი წამალს ვერ ღებულობდა, ალერგია გამოვლინდა, 25 დღეში კი პაციენტი რეანიმაციაში მოხვდა. "ორგანიზმში სოკოვანმა ინფექციამ იფეთქა, რაც ქიმიამ გამოიწვია", - აღნიშნა ქეთი ნიკურაძემ.

მისივე ინფორმაციით, "სოლიდარობის ფონდმა" პაციენტი სასწრაფო წესით თურქეთში გადაიყვანა. "ასმათ შენგელაია ბოლო წამამდე არ წერდა დასკვნას, რომ ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდებოდა", - დასძინა მამიდამ.

მისივე განმარტებით, თურქეთში ბუკა ნიკურაძეს ანალიზები გაუკეთდა, დადგინდა რომ მას ლეიკემია არ ჰქონდა. "ჭირდა იმუნოდეფიციტი, ჩვეულებრივი ვირუსი და გრიპი". პაციენტი თურქეთში 8 თვე მკურნალობდა. სოკოსგან გასათავისუფლებლად მას ოპერაცია ჩაუტარდა. "ოპერაციის შემდეგ განუვითარდა ჰიდროცეფალია, სოკო მთელს ორგანიზმს მოედო, გულს, ფილტვებს და ტვინში დაჩირქდა. ორგანოების ფუნქციები მოეშალა. ბოლო ორი თვე, საჭმელი არ უჭამია", - აღნიშნა ქეთი ნიკურაძემ.

8 წლის ბუკა ნიკურაძე გუშინ თბილისში გარდაიცვალა.

იაშვილის საავადმყოფო გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში გასტროლებზე მყოფი მოსკოვის თეატრის რეჟისორი მაყურებელს - "მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას"