ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორის მეუღლე: "ვერ გიპასუხებთ წავალ თუ არა მასთან"

ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორის მეუღლე: "ვერ გიპასუხებთ წავალ თუ არა მასთან"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც ლევან იზორიამ ბრიფინგზე განაცხადა, 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, "ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები,სხვადასხვა ლიტერატურა და "ისლამური სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები" ამოიღეს. ერთ-ერთი იყო ხვიჩა გაბოძის სახლი, რომელიც ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთი ავტორია.

[იხილეთ ვიდეო]

როგორც გაბოძის მეუღლე სალომე ქათამაძე და მისი ოჯახის წევრები აღნიშნავენ, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მათ სახლში "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჩადეს. სალომე გობაძის თქმით, მეუღლეს ჩხრეკის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა. მეუღლის თქმით, სირიაში მყოფი ხვიჩა გობაძე ამბობს, რომ "იქ ისეთი სიტუაცია არ არის, როგორც ტელევიზორში ჩანს, ხალხი ლამაზად ცხოვრობს, ქალები, ბავშვები... უზრუნველყოფილები არიან ყველაფრით". ჟურნალისტების კითხვაზე, წავა თუ არა მეუღლესთან შესაძლებლობის შემთხვევაში, სალომე გობაძე ამბობს, რომ არ იცის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია