უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ნაწილს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს , საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, კოსტავას და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მცხოვრებებს.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის "დ" ქუჩის და კოლოუბნის ქუჩის მცხოვრებებს.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ღოღობერიძის, ჟორდანიას და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებებს.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სართიჭალას, ქურხულის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის და ფოსტის ქუჩების მცხოვრებებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია