SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნის გამო 16 კომპანია დააჯარიმეს

SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნის გამო 16 კომპანია დააჯარიმეს

ყოველი ჩვენგანი ყოველდღე სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო sms-შეტყობინებას იღებს. კომპანიების შემოთავაზებები, მათი ავტორების მსგავსად, საკმაოდ მრავალფეროვანია, ჩამონათვალი კი ვრცელი: ბანკები, ტექნიკისა თუ ავტომანქანის საბურავების მაღაზიები, სამედიცინო კლინიკები, ფარმაცევტული თუ ბოლო დროს ასე გააქტიურებული ონლაინ სესხების კომპანიები ხშირად მიმართავენ პროდუქციისა თუ სერვისის რეკლამირების ამგვარ ფორმას. როგორც ჩანს, რამდენადაც გამაღიზიანებელი და ხელისშემშლელიც არ უნდა იყოს სარეკლამო sms-ს შეტყობინების მიღება, მომხმარებელი ხშირად არ აგზავნის საპასუხოდ ასეთი სახის შეტყობინების აკრძალვის "მესიჯს". კომპანიებს კი ამ ტიპის რეკლამა გაცილებით იაფი უჯდებათ.

საქონლისა და მომსახურების დაჟინებულ შეთავაზებას ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით, მომხმარებელთა უფლებების დარღვევად განიხილავს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, ლია თოდუა.

"რა თქმა უნდა, ეს არის მომხმარებლის უფლებების დარღვევა, თუ ადამიანს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ მიიღოს სარეკლამო შეტყობინებები, არც უნდა მიიღოს. როცა ამოქმედდება ევროპული წესები, ეს ასეც იქნება. ევროკავშირში აკრძალულია იძულებითი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გამოუთქვამთ მათი მიღების სურვილი.

მომხმარებელთა დაცვის მიზნით პირიქით უნდა ხდებოდეს - თუ პიროვნებას სურს მიიღოს სარეკლამო შეტყობინება, მხოლოდ მაშინ უნდა ეგზავნებოდეს. ბიზნესმა თავისი ჯიბე თავად უკეთ იცის, მაგრამ რადგან ამაში თანხას ხარჯავს, სავარაუდოა, რომ სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნით გაყიდვები ეზრდებათ,"- აღნიშნა ლია თოდუამ.

2014 წლის ნოემბრიდან კერძო სექტორის მიმართ სრულად ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც სარეკლამო შეტყობინების გაგზავნაზე რეგულაციებს აწესებს. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება – განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები ან შეამოწმოს ორგანიზაციები, სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის კანონიერებასთან დაკავშირებით, სწორედ მას შემდეგ შევიდა ძალაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სალომე ბახსოლიანის თქმით, კანონმდებლობით დაშვებულია, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე ელექტრონული ფოსტის, ან სატელეფონო ზარით სხვადასხვა სერვისის, ან პროდუქტის შეთავაზება, თუმცა გარკვეული წესები მოქმედებს და ეს წესები უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა.

"ზოგადად, მარკეტინგი sms-ის საშუალებით დასაშვებია, თუმცა აუცილებელია, რომ სარეკლამო შეტყობინება შეიცავდეს მითითებას, რომ აბონენტს, ადრესატს უფლება აქვს მომავალში უარი თქვას ასეთი სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე. ახალი კანონმდებლობის ამოქმედებამდე საჭირო იყო ორგანიზაციისთვის წერილობითი მიმართვა, რაც ძალიან ბევრ დაბრკოლებას ქმნიდა და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მოუხერხებელი იყო. ცვლილებების შედეგად მოქალაქეებისთვის პროცესი გაცილებით გამარტივდა და დაინერგა ე.წ. "სმს-ოფის"მექანიზმი, რომელიც ტერმინად დამკვიდრდა, როგორც სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის საშუალება," – ამბობს სალომე ბახსოლიანი.

გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია