"ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ" - დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს

"ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ" - დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს

8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში იაშვილის კლინიკის პროფესორს, ასმათ შენგელაიას ადანაშაულებს. ოჯახის მტკიცებით, ბავშვს არასწორი დიაგნოზით - ლეიკემია დაუდგინეს, რის შედეგადაც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. გაუმჯობესების ნაცვლად კი მისი მდგომარეობა დღითიდღე დამძიმდა. პაციენტი თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. შვიდი ბიოფსიის ჩატარების შემდეგ თურქმა ექიმებმა იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს.

[იხილეთ ვიდეო]

"ჩემი შვილის სიკვდილს არ შევარჩენ, ვიბრძოლებ სიცოცხლის ფასად საქართველოს დავუდგები, ამბოხს გამოვუცხადებ და ბუკა მანაგაძის სიკვდილს არავის შევარჩენ. ბუკა რომ ავიყვანეთ აქ თბილისში, რეანიმაციაში, თათბირზე ქალბატონმა განაცხადა, რომ დედა-შვილს მანანა ენუქიძეს და ბუკა ნიკურაძეს აღმოაჩნდა ღორის გრიპი და მთელი ჰემატოლოგია აიცილა.

მე რატომ უნდა ვიგებდე, თუ ღორის გრიპი აქვს ბუკა ნიკურაძეს, მე რატომ უნდა ვიგებდე ერთი თვის შემდეგ, რომ ჩემ შვილს ღორის გრიპი აქვს და ქიმიოთერაპიით მკურნალობენ ღორის გრიპს?

ასმათ შენგელაია არ შეგარჩენ, სიცოცხლის ფასად დავიცავ ჩემს შვილს, მკვდარ შვილს დავიცავ დღეის იქით, შვილი წამართვი და გამაუბედურე", -  აღნიშნავს palitranews-თან საუბარში მანანა ენუქიძე.

"ბავშვი საერთოდ მოწყდა, ვეღარ დადიოდა, ვეღარ ლაპარაკობდა. ცუდად ვარო იძახის, მაგრამ ეს იცის ქიმიამ, თქვენ ხომ იცოდით, რაზეც აწერდით ხელსო.

2 აპრილს, ფონდმა "სოლიდარობამ" ბავშვი გადაიყვანა თურქეთში, მკვდარი ბავშვი ჩავიყვანეთ თურქეთში.

იქ რომ ანალიზი ითხოვეს და რომ აქედან, რომ ჩავუტანეთ  დიდი ბრძოლით და ხვეწნით კოლბი, მითხრეს, რომ ამ კოლბში ლეიკემიის ჩხირები არ ჩანს. ესენი დღესაც აცხადებენ, რომ ლეიკემია აქვს ბავშვს და ერთი წლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს, ერთი წელი ვეღარ გაუძლო ბუკამ...", - აცხადებს ბავშვის ბებია.

8 წლის ბუკა ნიკურაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ, რის შემდეგაც ოჯახი სამართლებრივი გზით შეეცდება თავისი სიმართლის დადგენას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია