"მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!

"მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!

საქართველოში ჰოლანდიიდან შესაძლოა, სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდეს. დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჰოლანდიაში გასული წლის ზაფხულში დააკავეს. ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრმა მის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. როგორც დგებუაძის საქმის პროკურორმა ლევან ადეიშვილმა გვითხრა, ყოფილ მაღალჩინოსანს გათავისუფლებაზე უარი უთხრა ჰოლანდიის როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ. ამის შემდეგ "მასტერამ" ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა, რომლის განხილვასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა პროკურორი დარწმუნებულია, რომ დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება აუცილებლად მოხდება. იურისტების თქმით კი, "მასტერას" საქართველოში ჩამოყვანამ შესაძლოა, მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ დანაშაულს ახადოს ფარდა.

რამინ პაპიძე, ადვოკატი: "მთელმა ბათუმმა იცის, რომ "მასტერა" იყო შავბნელი დავალებების შემსრულებელი. მისი სახელი თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, გამოძიებასთან თანამშ­რომლობით ბევრ აქამდე უცნობ დანაშაულს ახადოს ფარდა. დგებუაძეს ბაბუა კა-გე-ბეს თანამშრომელი ჰყავდა, ბავშვობიდან გამო­ირჩეოდა სადისტური ქცევით და ვინც იცნობს, ყველა უარყოფითად­ ახასიათებს. ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. დგებუაძის მეზობლისგან მსმენია, რომ ბავშვობაში თავ­ისი კორპუსის ეზოში თანატოლი­ ცოცხლად დამარხა - ორმოში ჩააგდო და მიწა მიაყარა.­ საბედნიეროდ, ბავშვი გადაარჩინეს. "მასტერა" ბოლოს გაუპატიურებაზე გაასამართლეს - მეოთხე სართულზე აძვრა, შევიდა ქალთან და ძალა იხმ­არა... ჯერ გააუპატიურა, შემდეგ ყბა-სახე დაუმტვრია. გაუპატიურების მუხლი დაუტოვეს, ნაწილი კი შეუცვალეს, რათა შემსუბუქებოდა საქმე. არადა, ასეთი ძალა­დობა 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. "მასტერა" ყველაფერზე წამსვლელი რომ იყო, ამას აჭარაში ყველა დაგიდასტურებთ. ახალაიების მარჯვენა ხელი იყო და უამ­რავ შავბნელ საქმეში მონაწილეობდა. წამებით მოკლული სამხედრო მზვერავის, როინ შავაძის საქმესთან კი პირდაპირ კავშირშია. ჯარისკაცი 16 აგვისტოს მოკ­ლეს. 15-ში ღამით "მასტერამ" გაიყვანა სახლიდან და თანამშრომლებს მიუყვანა კუდ-ში. ლადო მგალობლიშვილმა (იმხანად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა) მითხრა, მაშინ ბათუმში მერაბიშვილის მოადგილე­ გია ლორთქიფანიძე ჩამოვიდა და, სავარაუდოდ, შავაძის მკვლელობის გეგმა მერაბიშვილისა და ახალაიას დავალებით მან ჩამოიტანა აჭარაშიო".

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: "მასტ­ერა" ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებ­შიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში. მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეშიც - ფარ­ულ ჩანაწერებში­ ჩეჩენ საველე მეთაურთან დგებუაძე აწარმოებს მოლაპარაკებას (ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა).

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია