ქართული სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება

ქართული სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება

ქართულში არის რამდენიმე სიტყვა, რომლებიც სხვა ენაზე არ ითარგმნება. ასეთი სიტყვებისთვის საჭიროა დამატებითი ახსნა, რადგან მათ სხვა ენებზე შესატყვისი სიტყვები არ მოეძებნებათ. ეს სიტყვები შეიძლება იყოს მაგალითად, "თანამეინახე", "თამადა", "ელეგია", "ელეთმელეთი", "ყანწი" და სხვა. უფრო ვრცლად ამ თემაზე AMBEBI.GE მთარგმნელ ნინო შეყილაძეს და ფილოლოგ თეა ბურჭულაძეს ესაუბრა.

ნინო შეყილაძე:

- ქართულ ენაში არის სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება. ასეთ დროს ხდება ამ სიტყვების შინაარსის ახსნა. ანუ ახსნითი თარგმანია საჭირო, რომ ადამიანს მასზე წარმოდგენა შეექმნას. მაგალითად, ჩურჩხელა, თამადა და ყველა ის კულტურული რამ, რაც ქართველს და საქართველოს ახასიათებს. ძირითადად ასეთი სიტყვები არ ითარგმნება და საჭიროა ახსნითი თარგმანი. ასეთი სიტყვები არის არა მარტო ქართულში, არამედ სხვა ენებშიც, ქართულის მსგავსად, არც ისინი ითარგმნება სხვა ენაზე.

- ამ სიტყვების გარდა, ძველ ქართულში არის სიტყვები, რომლის მნიშვნელობა ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით ხოლმე..

- გააჩნია, არქაიზმები ყველა ენაშია, შესაბამისად, რაღაცას მოეძებნება ეკვივალენტი, რაღაცას - არა. ნაწილობრივ ეს შესაძლებელია სტილმაც განაპირობოს.

- სასაუბრო მეტყველებაში დღეს ბევრი იყენებს არა ქართულ, არამედ ინგლისურიდან ან რუსულიდან შემოსულ სიტყვებს, ბარბარიზმებს..

- დიახ. ნამდვილად არაა საჭირო სესხება ისეთი სიტყვების, როგორიცაა მაგ.: "მესიჯი", "ივენთი" "კომპლიმენტი" და სხვა. თუმცა არის სიტყვები, რომელთა სესხებაც შესაძლებელია, მაგალითად - "ბრენდი" და ა.შ.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანის, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, თეა ბურჭულაძის თქმით, ქართულ ენაში ისეთი სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე ვერ ითარგმნება, არც ისე ბევრია.

- ასეთი სიტყვებია, თავქუდმოგლეჯილი, პირშავი (ეს სიტყვა დღეს შეიძლება ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელობა ასეთი აქვს - შენთან პირშავად ვარ), ასევე სიტყვა ალავერდი, თუმცა ალავერდში იგულისხმება სიტყვა, რომელსაც სუფრასთან ვამბობთ ხოლმე. ასევე, ალიყური, თუმცა ალიყური სპარსული სიტყვაა, მაგრამ ფრაზეოლოგიზმში გამოიყენება.

ასეთი სიტყვები რაოდენობრივად ბევრი არ არის და ძირითადად არის კულინარიული, ტიპური ქართული სიტყვები და ფრაზეოლოგიზმებში რამდენიმე სიტყვა. კულინარიულია მაგალითად, ჩურჩხელა, ხაჭაპური, ხინკალი, საცივი, მჭადი, ფხალი. მაგალითად, რომელ ენაზე თარგმნით პირდაპირ თავქუდმოგლეჯილს? შეიძლება თქვა, ძალიან სწრაფად გარბის, მაგრამ თავქუდმოგლეჯილს პირდაპირ ვერ თარგმნი. ამ რამდენიმე სიტყვის გარდა, სხვა ყველა სიტყვა ითარგმნება.

ავტორი: თეა ბეჟიტაშვილი

კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

დღეიდან ჩინური "სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება - როგორ და სად უნდა დარეგისტრირდეთ აცრისთვის