ხულოელ მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანმა ცოლმა 2 შვილი გაუჩინა, პატიმრობა ელის

ხულოელ მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანმა ცოლმა 2 შვილი გაუჩინა, პატიმრობა ელის

განახლებული| ხულოელი არასრულწლოვანის დედა: 13 წლის ჩემი თანხმობით გათხოვდა, ნუ დაუპატიმრებენ ქმარს და ნუ დაუნგრევენ ოჯახს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ნადიმ პაქსაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც 12 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლში მეორე შვილის დაბადების რეგისტრაცია გააკეთა. ნადიმ პაქსაძის განმარტებით, 19 წლის ასაკში ცოლად მოიყვანა არასრულწლოვანი, 13 წლის მაია სოლომონიძე. ნადიმ პაქსაძე ამბობს, რომ ამ საკითხით 2013 წელს პირველი შვილის რეგისტრაციისას არავინ დაინტერესებულა. პაქსაძე აცხადებს, რომ თურქეთში სამუშაოდ გადასვლას აპირებდა, მაგრამ იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

"19 წლის ვიყავი როცა 13 წლის გოგო მოვიყვანე ცოლად. 2013 წელს ჩემი მეუღლე 14 წლის იყო, როცა პირველი შვილი შეგვეძინა, ბათუმის იუსტიციის სახლში გავატარეთ რეგისტრაციაზე და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. გასულ თვეს, 12 ნოემბერს მეორე შვილი შეგვეძინა და იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის რომ მივმართე სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს. სამსახური არ მაქვს, მაგრამ მშობლების და ოჯახის მარჩენალი მე ვარ. თურქეთში გადავდივარ და ვმუშაობ. ჯარიმასაც ვერ გადავიხდი და ვითხოვ, არ მომცენ არც პირობითი, რადგან ვეღარ გადავალ თურქეთში და ოჯახის რჩენაც გამიჭირდება", - აღნიშნა ნადიმ პაქსაძემ (იხილეთ ვიდეო)

პაქსაძის თქმით, 4 თვის წინ ოჯახს გეგმური შემოწმების შემდეგ სოციალურად დაუცველის სტატუსიც მოუხსნეს.

ბათუმში გამართულ ბრიფინგს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესწრებოდა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდეს სოციალურად დაუცველი ოჯახის ბედით.

"გვიჩნდება კითხვები, რატომ მოხდა რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან სამი წლის შემდეგ. რატომ მოახდინეს რეაგირება სამართალდამცველმა ორგანოებმა მეორე ბავშვის რეგისტრაციის დროს და არა პირველ შემთხვევაში", - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია