პატრიარქის მდივნის თქმით, საპატრიარქოს ბიუჯეტში უმწეოთა დახმარება პრიორიტეტული მიმართულება არ არის

პატრიარქის მდივნის თქმით, საპატრიარქოს ბიუჯეტში უმწეოთა დახმარება პრიორიტეტული მიმართულება არ არის

აქტუალურ კითხვაზე, თუ როგორ განკარგავს საქართველოს საპატრიარქო 25 მილიონს, რომელსაც ის ყოველწლიურად სახელმწიფოსგან იღებს, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი პასუხობს [იხილეთ ინტერვიუ].

ამავე ინტერვიუში, AMBEBI.GE-ს კითხვაზე, არის თუ არა საპატრიარქოსთვის 25 მილიონის ხარჯვისას სოციალური მიმართულებები პრიორიტეტი და უწევს თუ არა საპატრიარქო ამ თანხიდან რაიმე ტიპის დახმარებას უმწეოებს, მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ უმწეოთათვის სოციალური დახმარება საპატრიარქოს პრიორიტეტი არ არის.

ფრაგმენტი ინტერვიუდან:

- გამოყოფილ ბიუჯეტში თუ შედის სოციალური დახმარება უმწეოთათვის?

- არა, ასეთი მიმართულება პრიორიტეტად არ გვაქვს, უბრალოდ, ეპარქიებში როგორც ახერხებენ სასულიერო პირები და მღვდელმთავრები დახმარებას, ამას ახორციელებენ. ჩვენ რომ თანხა სოციალურ დახმარებაზე გავანაწილოთ, საპატრიარქოსთან, ალბათ, ხალხის რიგი არ შეწყდება იმიტომ, რომ დღეს პრაქტიკულად ყველას უჭირს.

იხილეთ ინტერვიუ სრულად| რამდენი მღვდელმსახურია საქართველოს ეკლესიაში და აფინანსებს თუ არა მათ საპატრიარქოს ბიუჯეტი?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია