მკვლელობის მცდელობა "თამაშით?!" - სკოლის მოსწავლეებს შორის საქმის გარჩევა 15 წლის ბიჭის დაჭრით დასრულდა

მკვლელობის მცდელობა "თამაშით?!" - სკოლის მოსწავლეებს შორის საქმის გარჩევა 15 წლის ბიჭის დაჭრით დასრულდა

ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა საბედისწერო შემთხვევას გადაურჩა, - ამავე სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე გ. დ. მისივე თანაკლასელმა ფილტვის არეში დაჭრა. ჭრილობა სიცოცხლისთვის იმდენად საშიში აღმოჩნდა, რომ დაჭრილის სიცოცხლე სულ რამდენიმე წუთმა და სამედიცინო ცენტრში სასწრაფოდ ჩატარებულმა ოპერაციამ იხსნა. დანაშაული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ო.შ; ოზურგეთის მცხოვრები:

- დილის 10 საათი სრულდებოდა, როცა ქუჩიდან ბავშვების ხმაური შემომესმა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, - სკოლა ჩვენთან ძალიან ახლოს დგას და მიჩვეული ვართ ბავშვების ხმაურს, მაგრამ გინებაც რომ შემომესმა, გულმა აღარ მომითმინა და გარეთ გავედი. ბავშვების ჯგუფი ისე ჩხუბობდა, ვინ ვის აგინებდა, ვეღარაფერს მივხვდი... დავუყვირე, - გაკვეთილებზე რატომ არ ხართ, რა გაჩხუბებთ, არ გრცხვენიათ-მეთქი! ეს იყო და ჯგუფი დაიშალა, აქეთ-იქით გაიქცნენ… რას წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთი დაჭრილი ჰყავდათ, ყველა გარბოდა, მათ შორის დაჭრილიც. თურმე ჭრილობაზე ხელმიჭერილი გარბოდა, მაგრამ არაფერი მიეჭვია. როგორც მერე გავიგე, ბიჭს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა ჰქონდა, აი, სულ ეს იყო, საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა და არც მისი კლასელი იქცა მკვლელად...

- ხომ არ იცით რის გამო გაიმეტეს ბავშვებმა ერთმანეთი?

- 15 წლის ასაკში ერთმანეთის გამეტებისთვის ძალიან ცოტა რამ კმარა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამაში ბავშვებზე მეტად დამნაშავე ის მშობლები არიან, ვინაც არ იცის, რომ მის შვილს დანა ჯიბით დააქვს, მათ შორის, სკოლაში. როგორც გავიგე, ეს ბავშვები მეზობლები არიან და ასე თუ იყვნენ ერთმანეთზე გადაკიდებულები, ეს მშობლებს როგორ არ უნდა სცდოდნოდათ?! ან სად არის და სად იყურება სკოლა და მანადტურის სამსახური?!

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია