მანქანის "უკანალზე" მიკრული პოლიტიკური ამბიციები

მანქანის "უკანალზე" მიკრული პოლიტიკური ამბიციები

ქართველების კრეატიულ აზროვნებასა და ფანტაზიას საზღვარი რომ არა აქვს, ამაზე აქამდეც ვწერდით. მანქანის "უკანალზე" მიკრული ამბიციებით, თურმე ჩვენი ჩინოსნებიც გამოირჩევიან.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ხულოსა და თერჯოლის გამგებელთა მანქანის სანომრე ნიშნები, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები თურმე ასე გამოიყურება: XU-041-LO და TE-041-RJ

აქვე გთავაზობთ საარქივო მასალას:

მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები

ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს "ბლატნოი" ნომერი რომ აგეღო, ნაცნობი უნდა მოგეძებნა, ვიღაცისთვის ქრთამი უნდა ჩაგეჯიბა... და საკუთარ "ამბიციას" მანქანის "უკანალზე" მიამაგრებდი. წინა ხელისუფლებამ ეს ამბიცია "გააპრავა" და ქართველებს მისცა შესაძლებლობა, ოფიციალური გადასახადის საფასურად "ბლატნოი" ნომრები აეღოთ. ხელისუფლებამ სწორად გათვალა, რადგან კარგად იცნობდა ქართველი კაცის ხასიათს და ბიუჯეტის შევსების სავსებით ლეგალური გზა გამოძებნა. ასე გაჩნდა ქვეყანაში 10 000-ლარიანი ნომრებით მოსიარულე ავტოები - 5, 7, 69, მამიდა, ლომაია, ალიბი, გიორგი, მაია... შედარებით ხელმოკლე ადამიანებისთვის - 250, 500, თუ 1 000-ლარიანი ნომრებიც არსებობდა - GIO-100, ANA-100 IKA-777 და სხვა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია