დავით ჭოჭუა გულის შეტევით გარდაიცვალა - "მასთან ერთად ჩემი გულიც მოკვდა"

დავით ჭოჭუა გულის შეტევით გარდაიცვალა - "მასთან ერთად ჩემი გულიც მოკვდა"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

დავით ჭოჭუას გარდაცვალებას Facebook-ზე ადასტურებს მისი მეუღლე ნინო საღინაძეც. "ჩემი დათო გარდაიცვალა. მასთან ერთად ჩემი გულიც მოკვდა", - წერს გარდაცვლილის მეუღლე.

იხილეთ| გარდაცვლილი დავით ჭოჭუას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-იც იუწყება.

"ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი დათო ჭოჭუა აღარ არის ჩვენთან. ძალიან დაგვამძიმა ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული ადამიანი, კეთილშობილი, ერთგული, უაღრესად ნიჭიერი. ყველას დაგვაკლდება - მის კოლეგებს, მეგობრებს, უამრავ სტუდენტს. ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი პატრიოტი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენი ფიქრები დათოსთანაა", - წერს სამინისტროს ოფიციალური გვერდი.

ხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია