Facebook-ზე ასობით ადამიანი დავით ჭოჭუას გლოვობს: "ენით აღუწერელი და წარმოუდგენელია ეს ტკივილი"

Facebook-ზე ასობით ადამიანი დავით ჭოჭუას გლოვობს: "ენით აღუწერელი და წარმოუდგენელია ეს ტკივილი"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

დავით ჭოჭუას გარდაცვალებას Facebook-ზე ასობით ადამიანი ეხმაურება, მათ შორის მისი სტუდენტებიც.

ირაკლი სირბილაძე: ენით აღუწერელი და წარმოუდგენელია ის ტკივილი, რაც დათოს გარდაცვალებამ მოგვაყენა მის სტუდენტებს , მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებს !

დავკარგეთ საოცარი ნიჭის, გონებისა და გასაქანის მქონე დიპლომატი, უბადლო პროფესიონალი და საუკეთესო პიროვნება. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ვინც დათოს იცნობდა ეს უკვე საკმარისია მისი პიროვნების შესაფასებლად.

მასთან ურთიერთობა ახალ სამყაროში მოგზაურობას ნიშნავდა , ახალ ინფორმაციას , ახალ პერსონაჟებს, ისევე როგორც ეს მის წიგნშია. როგორც თვითონ თავის წიგნზე მომწერა "It's high fantasy, dude, new world ", ახალი სამყაროს შექმნა კი მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

RIP my dear friend, შენ უკვდავი ხარ და მუდამ იარსებებ ჩვენს გულებში !

მებო ნუცუბიძე: ვახ. არც კი ვიცი რა უნდა თქვა ადამიანმა. საერთაშორისო ურთიერთობების 4 წლიანი არც თუ ისე საინტერესო პროგრამის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ეს ადამაინი ჩემთვის. საბაკალავრო თემაც სწორედ მისი ლექციების მოსმენის შემდეგ შევარჩიე და დაწერაშიც დამეხმარა, ავტორები მირჩია. ეხ.

ვახტანგ დარსმელიძე: საშინელი ამბავი გავიგე!!!((( უსაყვარლესი და უგანათლებულესი ახალგაზრდა ადამიანი, საამაყო ფოთელი, საქართველოს პატრიოტი,ძალიან კარგი მეგობარი და ოჯახის შვილი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა(((((( ძალიან მაგრად დააკლდება არა მარტო ფოთს,ასევე მთელს საქართველოს!!!!((((((((( დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეების გაკეთებას შეძლებდა თავისი ფოთისთვის და სამშობლოსთვის საგარეო თუ საშინაო სფეროში!!! ძალიან მაგრად დაგვწყიტე გული დათო!!(((((((ღმერთმა აცხონოს შენი კეთილი სული დათო!!!! დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ფოთელებს, მეგობრებს, კოლეგბს.....((((((((

ხილეთ ვიდეო "რა? სად? როდის?" თამაშიდან

იხილეთ| გარდაცვლილი დავით ჭოჭუას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია