ასოციაცია "ბავშვი და ოჯახი" "ჩემი ცოლის დაქალებში" ბავშვზე ძალადობის სცენის გამო განცხადებას ავრცელებს

ასოციაცია "ბავშვი და ოჯახი" "ჩემი ცოლის დაქალებში" ბავშვზე ძალადობის სცენის გამო განცხადებას ავრცელებს

სატელევიზიო შოუ "ჩემი ცოლის დაქალების" XII სერიაში ერთ-ერთი ეპიზოდი ბავშვთა სახლში ვითარდებოდა, სადაც დაწესებულების ხელმძღვანელის გადამეტებული სიმკაცრე გამოვლინდა. სერიალში ასახულ სცენას გამოეხმაურა ორგანიზაცია "ბავში და ოჯახი", სადაც ნათქვამია, რომ სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ არსებულ რეალობას.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში“ 12 დეკემბერს გასულ სერიას, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვთა სახლში არსებული სიტუაცია და დამოკიდებულება.

გვინდა განმარტების სახით გაუწყოთ, რომ საქართველომ განახორციელა ბავშვზე ზრუნვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2011 წელს დაიხურა დიდი ზომის ინსტიტუციები ე.წ. ბავშვთა სახლები და გაიხსნა მცირე საოჯახო ტიპის სახლები. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 8-10 ბავშვი და მათთან მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის გამოყენებით.

სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ არსებულ რეალობას. შემაშფოთებელია კადრები, სადაც ბავშვებს როგორც ნივთებს ისე ექცევიან. გამოყენებულია დასჯის ადრეული საუკუნეების მეთოდები.

უამრავი ადგილობრივი სპეციალისტი და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტი იყო ჩართული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, უამრავი ენერგია იხარჯება იმისათვის, რომ ბავშვები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, იმყოფებოდნენ არაძალადობრივ და ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

სერიალში გასული სიუჟეტი ასევე ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას თითქოს ისინი არიან ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები.

დღეისათვის ყველა ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, თითოეული აღმზრდელი გადის გადამზადების კურსს, რომელის ფარგლებში ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას ბავშვის პოზიტიური აღზრდის მეთოდების, ხერხებისა და მიდგომების შესახებ. მიღებულ ცოდნას კი იყენებენ ბავშვებთან მუშაობაში და ურთიერთობებში. ჩვენი ასოციაციის სპეციალისტები ჩართულნი არიან როგორც რეფორმის განხორციელების, ასევე შემდგომ მიმდინარე პროცესებშიც.

დიდი ზომის ინსტიტუციები ისტორიას ჩაბარდა, დაუშვებელია სპეკულირება თემით, რომელიც ეხება ბავშვებს და უფრო მეტად მაშინ როცა ისინი საჭიროებენ დამატებით ზრუნვას.

მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს პატივი სცენ ბავშვთა უფლებებს, არ მოახდინონ ბავშვების და კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაცია, რათა ბავშვებს მივცეთ საშუალება იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და საზოგადოებაში არ გავზარდოთ მათდამი სტიგმაა", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია