ცვლილებები "ფეისბუქში" - რა "ემუქრება" მათ, ვინც გამოგონილი სახელით რეგისტრირდება

ცვლილებები "ფეისბუქში" - რა "ემუქრება" მათ, ვინც გამოგონილი სახელით რეგისტრირდება

"ფეისბუქზე" "ნამდვილი სახელის" პოლიტიკა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში ჩაეშვა. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს კომპანია სთხოვს, რომ ნამდვილი სახელებით დარეგისტრირდნენ.

გუშინ "ფეისბუქის" ოფიციალურ ბლოგში შემდეგი წერილი გამოქვეყნდა: "ჩვენ ვითხოვთ, რომ ხალხმა გამოიყენოს ის სახელები, რომლითაც მათი მეგობრები და ოჯახის წევრები იცნობენ. ჩვენ ბოლომდე გავატარებთ ამ პოლიტიკას და არ შევცვლით. მას შემდეგ, რაც დავაკვირდით მომხმარებლების გამოხმაურებას, გავაცნობიერეთ, რომ აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკამ ყველასთვის თანაბრად იმუშაოს, განსაკუთრებით მარგინალიზებული და დისკრიმინირებული თემებისთვის".

ორი დიდი ცვლილება ასე გამოიყურება:

1. თუ ხედავთ, რომ ვინმეს ნამდვილი სახელი არ აქვს მითითებული და არეპორტებთ მას, მოგიწევთ დამატებითი ინფორმაციის მითითება, თუ რატომ არეპორტებთ ამ სახელს. "დამატებითი კონტექსტი დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ რატომ ხდება სახელის დარეპორტება და სპეციფიკურ სიტუაციაზე კონკრეტული ინფორმაცია გვექნება" - ნათქვამია ფეისბუქის ბლოგპოსტში.

2. თუ ფეისბუქ-სახელი არ ემთხვევა თქვენს რეალურ სახელს, შესაძლებელია ახსნათ იმ სპეციალური გარემოების შესახებ, რატომაც გსურთ ამ სახელის ტარება. თუ ეს მიზეზი სერიოზული ხასიათის იქნება, ფეისბუქი უფლებას დაგრთავთ, დაიტოვოთ არაავთენტური სახელი.

ამჟამად, სოციალურ ქსელში აქტიურად მუშაობენ ყალბი სახელებით დარეგისტრირებული მომხმარებლების გამოსააშკარავებლად. თუ თქვენ რეალური სახელით არ ხართ დარეგისტრირებული, იძულებული იქნებით წარადგინოთ ოფიციალური საბუთი საკუთარი სახელის დასადასტურებლად. "ფეისბუქი" ერთკვირიან ვადას იძლევა, სანამ დაამტკიცებთ საკუთარი სახელის ავთენტურობას.

"ნამდვილი სახელის" პოლიტიკაში ცვლილებები ჯერ კიდევ წინაა.

მომზადებულია techinsider.io-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია