მერიაში დასაქმებულთა რიცხვი თითქმის 2000 ადამიანით იზრდება - რომელ სამსახურებს შეეხება ცვლილება

მერიაში დასაქმებულთა რიცხვი თითქმის 2000 ადამიანით იზრდება - რომელ სამსახურებს შეეხება ცვლილება

თბილისის მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წლიდან ასეულობით ათასი დასაქმებულით გაიზრდება. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" წევრის გივი კუბლაშვილის ინფორმაციით, საუბარია კონკრეტულ რიცხვზეც - მერიას 3 919-ის ნაცვლად, მომავალში სხვადასხვა პოზიციაზე 5 794 თანამშრომელი ეყოლება.

"ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში გივი კუბლაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ განცხადებას მერიის მიერ დეკემბრის თვეში წარმოდგენილ ე.წ. კორექტირებულ საბიუჯეტო დოკუმენტზე დაყრდნობით აკეთებს. "დოკუმენტში გარკვევით არის მითითებული ამ ეტაპზე არსებულ თანამშრომელთა რაოდენობა და ის რიცხვიც, რამდენითაც 2016 წელს მერიაში დასაქმებულთა ბაზა გაიზრდება", - ამბობს გივი კუბლაშვილი.

მისივე თქმით, როგორც "მედიატორისთვის" გახდა ცნობილი, თბილისის მერიასა და გამგეობებში ახალი სამსახურები სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით იქმნება.

იხილეთ გაგრძელება BPN.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია