"მიხსნიდა რას გამიკეთებდა, როცა შემიყვანდა ტყეში" - რას ყვებიან გოგონები თბილისელ მოძალადე ტაქსისტზე

"მიხსნიდა რას გამიკეთებდა, როცა შემიყვანდა ტყეში" - რას ყვებიან გოგონები თბილისელ მოძალადე ტაქსისტზე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე ელე სარიშვილმა მოძალადე ტაქსის მძღოლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სარიშვილის თქმით, ტაქსის მძღოლმა მის ახლობელ ქალბატონზე სექსუალური ძალადობა სცადა, უარის მიღების შემდეგ კი მგზავრი სცემა. შემთხვევა დიღომში მოხდა და ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, მაგრამ ტაქსის მძღოლი დაკავებული არ არის.

აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლებისგან სექსუალური ძალადობის მცდელობის მსხვერპლი არაერთი გოგონაა. მათ შორის არის ნინი, რომელმაც სახის გამოჩენაზე უარი თქვა. "პალიტრანიუსთან" საუბრისას გოგონა ამბობს, რომ მასზე სექსუალური ძალადობა ტაქსის მძღოლმა გასული წლის ზამთარში სცადა. ტაქსი მან სანაპიროზე გააჩერა. ნინის ახსოვს, რომ ტაქსის მძღოლს ცალ ხელზე პრობლემა ჰქონდა და მუქი ფერის ავტომობილს მართავდა.

ტაქსისტის იმავე მახასიათებელ ნიშნებს ასახლებს, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მისი გაუპატიურებაც სცადეს. თამუნამ დახმარებისთვის პატრულს მიმართა, პოლიციამ მოძალადე ტაქსის მძღოლი დროულად დააკავა და მას სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც თამუნა აცხადებს, ტაქსის მძღოლი მუხიანში ცხოვრობს და სექსუალური ძალადობა სხვებზეც უცდია.

ბოლო ორი წლის მანძილზე ტაქსის მძღოლის მიერ გაუპატიურების რამდენიმე შემთხვევა მოხდა. ყველაზე შემზარავი იყო ბათუმში და გორში მომხდარი არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურება. ტაქსის მძღოლმა ბათუმში ათი წლის, ხოლო გორში 12 წლის გოგონა გააუპატიურა.

იხილეთ ვიდეო

"თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აწუხებდა" - როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მდგომარეობა, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ

"მიჰაუსმა" 1-წლის იუბილეზე გრანდიოზული პრიზები გაათამაშა

"ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან გაწერეს