გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - ლევან მამალაძე

გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - ლევან მამალაძე

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ინფორმაციით, მასსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა მას შეწყალებაზე უარი განუცხადა.

როგორც ლევან მამალაძემ ქართველ ჟურნალისტებს დონეცკიდან სკაიპით ჩართვისას განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

"მოვამზადეთ უამრავი მასალა, სადაც დასაბუთებული იყო ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა და ეს პაკეტი გადაეცა მარგველაშვილს. წინასწარ ვიცოდით, რომ მარგველაშვილი იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება სააკაშვილის და მისი გუნდის ზეგავლენის ქვეშ და ჩვენმა მხარდამჭერებმა 1200-კაციანი მანიფესტაცია მოაწყვეს პრეზიდენტის მხარდასაჭერად, რომ მას კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად გადაეწყვიტა ჩემი საკითხი. მარგველაშვილს კონსტიტუციური უფლება აქვს, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა მან არც კი განიხილა ეს საკითხი. კანონიც დაარღვია, ვინაიდან ერთი თვის ვადაში პასუხი არ გაგვცა. შემდეგ მე მოვიპოვე მისი ტელეფონის ნომერი და დავურეკე, ვუთხარი:

გიორგი, ლევანი ვარ, მამალაძე, მითხარი, რა ხდება შეწყალებასთან დაკავშირებით-მეთქი. მან ოფიციალური დაიჭირა და მეუბნება - იცით რაა, მე ვიხილავ მხოლოდ პატიმრების საკითხსო. კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ პატიმრების საკითხს განიხილავს, არამედ წერია, რომ მსჯავრდებულის საკითხს განიხილავს. მარგველაშვილმა მითხრა, შენი საკითხი პოლიტიკურია და მე ამ პოლიტიკურ სიტუაციებში ვერ ჩავრთვებიო. რაზეც ვუპასუხე, თუ თვითონ ამბობ და აღიარებ, რომ პოლიტიკურია, რა გამოდის, შენ შეგიძლია მკვლელი შეიწყალო და პოლიტიკური მოტივაციით დევნილი არ შეიწყალო-მეთქი?! ისიც დავუფიქსირე, რომ ჩემი მიზანია ჩამოვიდე და ღია სასამართლო გავმართო.  არაო, მე ამას ვერ ვიზამ, პოლიტიკური საკითხიაო. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ იგი სააკაშვილის ზეგავლენის ქვეშაა, რაზეც მიპასუხა: როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ, მე ჩემი პირადი პოზიცია მაქვსო. საუბარი დავამთავრეთ იმით, რომ ვუთხარი, თავს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებ და მოვა დრო და ერთმანეთს გავუსწორებთ თვალს-მეთქი", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტულად შეწყალების კომისიასთვის შეხება არ ჰქონია და ეს განცხადება ეხება მხოლოდ მარგველაშვილს, რომელიც, მისი თქმით, ისევე, როგორც ეკა ბესელია, პირადი განწყობის მიხედვით წყვეტს ადამიანის ბედს.

"ინტერპრესნიუსი"

"ბესელია-ხიდაშელი ბინძურ საქმეებს ჩადიან, ივანიშვილს მოვუწოდებ, გარიცხოს "ოცნებიდან" - რას ყვება ლევან მამალაძე პოლიტპატიმრების სიაზე

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია