"გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა, ლამაზი, პერსპექტიული ქალი მამაკაცთან ურთიერთობაში თავს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს"

"გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა, ლამაზი, პერსპექტიული ქალი მამაკაცთან ურთიერთობაში თავს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს"

"კაცის "გაგულავება" სხვაა, ქალის ღალატი ამორალურია..." - მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ამ ფრაზამ, ფაქტობრივად, შეძრა ქართული სოციალური ქსელი და ვისაც არ დაეზარა, ყველამ გამოთქვა აზრი… ძალიან ვეცადე ამ თემაზე კომენტარი არ გამეკეთებინა. ვფიქრობდი, რა აზრი აქვს, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, მეტი თუ არა, ასე აზროვნებს და წყლის ნაყვაა უბრალოდ, ამაზე ლაპრაკი და მით უმეტეს, დისკუსიაში შესვლა ადამიანებთან, რომლებიც ქალს როგორც მეორეხარისხოვან არსებად მიიჩნევენ-მეთქი.

მერე დავფიქრდი და ძალიან გავბრაზდი, თუმცა ჩემი ასეთი განწყობა პირდაპირ კავშირში არ იყო მხოლოდ მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილთან. გავბრაზდი გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, გავბრაზდი იმაზე, რომ ჯერ კიდევ მყარად აქვს გამდგარი ფესვები პატრიარქატს ჩვენს საზოგადოებაში და პირადპირი მნიშვნელობით ახალაგზარდა გოგონებს აზროვნებას უნგრევს.

როგორც არ უნდა ვეცადო არ შევიმჩნიო ის, რაც დღეს, სოციალურ სევრცეში ამ თემასთან დაკავშირებით ხდება, მაინც ვერ ვახერხებ და მინდა რამდენიმე მომენტი გამოვყო ჯანეტის "ლეგენდარული" ინტერვიუდან.

პირველი და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა, ლამაზი, პერსპექტიული ქალი მამაკაცთან ურთიერთობაში თავს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. მას არ აქვს პრეტენზია და ალბათ არც სურვილი, რომ გამოთქვას საკუთარი აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკაშირებით და გადაწყვეტილებები ოჯახში არა მხოლოდ მამაკაცის მიერ, არამედ ერთობლივი გზით იყოს მიღებული.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, არავის, არცერთ ქალს, რომელსაც მეუღლე, შეყვარებული თუ პარტნიორი ოდნავ მაინც უყვარს, არ ესიამოვნება (როგორც მინიმუმ) მისი მეორე ნახევრის თუ პარტნიორის ღალატი. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ქალების ნაწილმა, რომ კაცია და, აბა, რას იზამს, გულის სიღრმეში თითოეული მათგანი მორალურად განადგურდება, როდესაც მას უღალატებენ. თუმცა, ისევ გავიმეორებ, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება და არა "კარგად გათხოვებას".

მეორე პრობლემა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჯანეტს და ალბათ არა მხოლოდ მას, მშობლების გავლენით უყალიბდებათ, არის დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ. რატომ უნდა უყვარდეს კაცს უფრო მეტად, ვიდრე ქალს და რას ნიშნავს "შვილების მამა ქალს ისედაც ეყვარება"? კაცი, რომელიც ჩვენს გვერდით იძინებს და იღვიძებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია, იმიტომ უნდა გახდეს ჩვენი შვილების მამა, რომ გვიყვარს და არა - პირიქით.

ქალის სამსახურში გაშვება-არგაშვების თემა ხომ უკვე გადამღერებულია. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჯანეტს აქვს სრული უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, იმუშაოს თუ მისი მამა-მარჩენალი მეუღლე გახდეს, თუმცა საკუთარ საქმეზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი შვილების პოტენციური მამა ფიქრობს, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და ლამაზი ბავშვები აჩინოს და ზარდოსო, ისევ და ისევ საკუთარი თავის მიმართ უსამართლო და არასწორი დამოკიდებულებაა. ქალი ისედაც ძალიან ბევრ რამეს ეჭიდება ცხოვრების გზაზე და მგონი, საჭირო არ არის ზედმეტი მსხვერპლშეწირვა.

მთავარი პრობლემა კი ჩემი აზრით, ჯანეტის შემთხვევაში არის ისიც, რომ, როდესაც ცნობილი ადამიანი და ათასობით თინეიჯერის მისაბაძი მაგალითი ხარ, უნდა დაფიქრდე, როდესაც ასეთ თემებზე აკეთებ კომენტარს...

გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია