კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:59 / 11-03-2016
ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში
9 მარტს, ევროკომისიამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებენ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ქვეყნები, რომლებშიც წასვლას შეძლებთ:
ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი (წევრი ქვეყნები)

ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია (არაწევრი ქვეყნები)

ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია (კანდიდატი ქვეყნები)

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან: შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი; სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით (იხილეთ ვიდეო)

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:

ტურიზმი და დასვენება:
  • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.
  • ​ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

ნათესავების, მეგობრების მონახულება
  • მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • იმ
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).

მკურნალობა

  • სამედიცინო დაწესებულების თანხმობა
  • რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

იხილეთ ვიდეო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ

15:13 / 12-03-2016
კანონები არსად დაკარგოთ.პირდაპირ გაჭირ ებულებზეა ორიენტირებული. სასა ილოა ეს ყ ელაფერი.
eigranti
11:42 / 12-03-2016
ევროპელები ჩვენთან რომ ჩამოდიან არაფერი არ მოეთხოვებათ. არადა ათასი მამაძაღლი და ნაძირალა ჩამოდის. ეს ვითომ ვიზალიბერალიზაცია არის მოსახლეობის დაბოლება. ჩვენთვის იგივე პირობები იყო ადრეც, ასე რომ არაფერი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის
გიორგი
მსგავსი სიახლეები
"ევროკავშირის საბჭოს მიზანია, შეათანხმოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია 9 ივნისს"
პროექტი პარლამენტს საპარლამენტო უმცირესობამ შესთავაზა
"ახლა უნდა დაინიშნოს მომხსენებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს კომიტეტის (LIBE) პოზიციის პროექტი ევროკომისიის წინადადებაზე"
ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 20% უჭერს
ევროკომისარი პატრიარქს როგორც საბერძნეთის მოქალაქე და მართლმადიდებელი მიესალმა
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის ნებართვას მიიღებენ
"მე გავაგრძელებ მუშაობას "ნაციონალურ მოძრაობასთან," რომელიც იცავს იმ ევროპულ მომავალს, რომელიც საქართველოს აქვს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:09 / 31-05-2016  Image შორენა ბეგაშვილი თურქეთის კლინიკიდან ევას ვიდეოს აქვეყნებს
+VIDEO ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა
21:37 / 31-05-2016  Image ანიტა რაჭველიშვილი დაინიშნა - ვინ არის ოპერის ვარსკვლავის რჩეული
"ერთმანეთს პირველად შარშან ზამთარში შევხვდით"
15:47 / 31-05-2016  Image არქი ჯგუფი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს
დეველოპერული კომპანია არქი ჯგუფი, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებული კვირეულით აღნიშნავს
20:34 / 31-05-2016  Image "მივხვდი, კარიერის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა" - მზეო სამუკაშვილის ცხოვრების მძიმე პერიოდი
"სამი წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში რომ გადავიდა"
17:59 / 31-05-2016  Image ზესტაფონის და ტყიბულის პოლიციის უფროსებმა ერთმანეთი ხელკეტებით სცემეს - რას ამბობს შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე
ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49