ამერიკელი მწერალი: "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"

ამერიკელი მწერალი: "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"

ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, მწერალი და სტილისტი ნატალი ჯუსი, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს და მოდის სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ქალად ითვლება, ცოტა ხნის წინ თბილისში Mercedes Benz Fashion Week-ზე იმყოფებოდა. ნატალიმ საკუთარი შთაბეჭდილებები თავის ბლოგზე talesofendearment.com-ზე გამოაქვეყნა:

"ოთხი მილიონი ქართველი. 500 000 მარტოხელა ქალი. როგორი გიჟური სტატისტიკაა, არა? ეს საკმაოდ აკურატული და ტრაგიკული ფენომენია. რადგან თუ თქვენ ახალგაზრდა ქართველი ქალი ხართ, ე.ი გულწრფელად შეძრწუნებული ხართ თქვენი თანამემამულე მამაკაცებით. ან როგორც ერთ-ერთმა ქართველმა გოგონამ თქვა (რომლის შეყვარებულიც იტალიელია), "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი მამაკაცები", (თუ პირიქით?) და მგონი ვხვდები კიდეც, რატომაც. მე თვითონ თბილისში ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა ქუჩაში სეირნობისას.

შენ მოელი დაინახო მაღალი, მუქთმიანი, სიმპათიური მამაკაცები, მაგრამ არაფერი მსგავსი. ისინი არ უვლიან საკუთარ თავს, არ ზრუნავენ გარეგნობაზე ან რატომ უნდა გააკეთონ ეს? გოგონები მაინც არ უყურებენ მათ, ისინი რჩეულის საპოვნელად საზღვრებსმიღმა იხედებიან. როდესაც Mercedes Benz Fashion Week-ზე მათ დაინახეს ფოტოგრაფი Julien Boudet, ისინი თითქოს ველურებად იქცნენ, სთხოვდნენ მას შეხვედრას და ამაში არც ვადანაშაულებ..." - წერს ავტორი.

თუმცა, თბილისში სილამაზეს მოკლებულნი ნამდვილად არ ვართ. ეს აბსოლუტურად შესანიშნავი ქალაქია, ხანდახან თანამედროვე და არქიტექტურულად ექსპერიმენტული,ზოგჯერ ნაცრისფერი, მიტოვებული და საბჭოთა, ის უცნაური და სცენიურია. ქალაქის ძველი ნაწილი კი ტიმ ბარტონის სასცენო დეკორაციას ჰგავს. გეგონება სახლებში მოჩვენებები ცხოვრობენ. სოფლები კი უნგრეთსა და ავსტრიას მახსენებს თავისი უძველესი ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მწვანე მთებშია ჩასმული. პატარა სოფლები ბუდეებივითაა მდინარის ნაპირებზე. ქართველები ზამთარში ზამთრის კურორტებზე სრიალებენ, ზაფხულობით კი შავი ზღვის პლაჟებზე ირუჯებიან. საქართველო ჰგავს ძვირფასეულობის ზარდახშას. როგორც ჩანს, კოკო შანელმა საკუთარი სამკაულების ხაზის შთაგონებად საქართველო აიღო.

"რაც შეეხება მოდას, ქართველები საკმაოდ ნიჭიერები არიან, ჩემი შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიური იყო. მათი უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ავანგარდული და მუქი სტილით გამოირჩევნიან, ქართველი დიზაინერების ფერები თბილია და ახალგაზრდული. სილუეტები ქალურია. მოდის კვირეულზე რამდენიმე დიზაინერი ძალიან მომეწონა, მაგალითად ატელიე "მატერია", ასევე "კიკალა", "ელოში", "ბესსარიონი". რამდენიმე მშვენიერი მოდელიც აღმოვაჩინე. ერთ-ერთი მათგანის - ლიკას ფოტო ჩემს Instagram-ზეც დავდე და რამდენიმე ნიუ-იორკული სააგენტოს გამოხმაურება მივიღე", - წერს ბლოგერი.

დროც არ მქონდა ყველაფერი მენახა. აქ ხალხი საოცრად გულუხვი და სტუმართმოყვარეა. სტუმარი "კარგ ნიშნად ითვლება. ისინი გმასპინძლობენ საოცარი საკვებით და ღვინით, გჩუქნიან საჩუქრებს. რამდენიმე კილოც კი მოვიმატე საქართველოში სტუმობისას. ჩვეული ინგრედიენტებია ყურძენი, ბროწეული, ბადრიჯანი, ნიორი, ისპანახი, ნიგოზი და ყველი....და ბავშვები? ისინი ერთობიან როგორც 1999-ში. მინდა კვლავ დავბრუნდე აქ და ზაფხულზე შავ ზღვას ვეწვიო, მეტი სოფელი ვნახო" - ამერიკელი ბლოგერი პოსტს ასე ასრულებს და მადლობას უხდის მოწვევისთვის სოფო ჭყონიას, Mercedes Benz Fashion Week-ს და "ულვაშებიან მძღოლს", რომელიც მას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა